ცნობილი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყოველთვის არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ულამაზესი ტელეწამყვანის უკან კი საინტერესო პირადი ცხოვრებაა.
ამჯერად, „დაიჯესტი“ ტელეწაყვანის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა, გავიგოთ გვანცა დარასელიას პირად ცხოვრებაზე უფრო მეტი რამ.
ერთგული ცოლი და დედა
10 წელია რაც გვანცა დარასელა ვახტან მჭედლიძეზეა დაქორწინებული. ის ყოფილი მორაგბე გახლავთ, ამჟამად კი ბიზმესმენია და ბედი პოლიტიკაშიც სცადა „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.
ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა.
View this post on Instagram
წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცა მღეროდა. მოდელის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ გვანცას გაცნობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ტელევიზორში მომავალი ცოლი ნანახი არ ჰყავდა. გვანცას ხმამ და ციმციმა თვალებმა ვახოს ყურადღება მიიქცია. ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით გაგრძელდა. გვანცა ვახოს შეხვედრაზე დიდხანს ეუბნებოდა უარს.
View this post on Instagram
როდესაც წყვილს ურთირთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, ვახო ვასკა ივანოვზე ეჭვინობდა.
„ერთ-ერთ ჟურნალში ჩემი და ვასკა ივანოვის ერთობლივი ინტერვიუ დაიბეჭდა. დამირეკა და მკითხა, - ეს ბიჭი ვინ არისო?“
წყვილის ურთიერთობა სააბოლოდ შედგა და ქორწინებით დაგვიგვინდა, მათ ორი შვილიც ჰყავთ. უფროსი ერეკლე და უმცროსი ლილე.
View this post on Instagram
„მე და ვახო წლებია ცოლ–ქმარი ვართ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. აბსოლუტურად შეიცვალა ურთიერთობები. თუ საწყის ეტაპზე უთანხმოება მწვავე იყო, ახლა ასე აღარ არის. ორივე თანაბრად ვუთმობთ ერთმანეთს. თანაცხოვრებამ მოიტანა ის, რომ ერთმანეთის ხასიათი უკეთ შევისწავლეთ"- ამბობს გვანცა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ტელეწამყვანი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ოჯახს ყურადღებას არ აკლებს.
View this post on Instagram
„როგორც კი საქმეს მოვრჩები, მაშინვე სახლში მოვრბივარ. მგონია, რომ ის დრო ყველაზე მეტად ჩემს შვილებსა და მეუღლეს სჭირდებათ. ის, რომ ტელევიზიაში ვმუშაობ და ხალხი მიცნობს, ოჯახის წინაშე ვალდებულებებისგან არ მათავისუფლებს. სახლში ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ. აბსოლუტურად არაფრით განვსხვავდები სხვებისგან. რასაც სამსახურის დამთავრების შემდეგ აკეთებენ ქალები, ვისაც შვილები და ქმარი ჰყავს, იმას ვაკეთებ მეც. როცა გადაბმულად მაქვს გადაღებები, ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ, რადგან ოჯახს ვაკლებ ყურადღებას. როცა იმას ვაკლდები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდ ხასიათზე ვდგები. თუმცა, ჩემი საქმეც ძალიან მიყვარს, შედეგიც მომწონს და ოჯახისგანაც დიდი ხელშეწყობა მაქვს. ასე რომ, ღირს“- ამბობს გვანცა.
გვანცამ 2019 წელს ოჯახთან ერთად ცხოვრება მცხეთაში გადაწყვიტა
„უკვე მესამე წელია, რაც საცხოვრებლად მცხეთაში გადმოვედით. ჩემს მეუღლეს ყოველთვის უნდოდა კერძო სახლში გვეცხოვრა, ეზოში ძაღლი გვყოლოდა, ხეები გვქონოდა, ყვავილები და ასე შემდგომ. თავიდან მე ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება, მაგრამ პრაქტიკაში მივხვდი, რომ ამ სიახლეს ბევრი დადებითი ჰქონდა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ“- ამბობს ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ... - გვანცა დარასელია
დეპრესია
1012 წლის 18 იანვარს გვანცას და ვახო მჭედლიძეს პირველი შვილი შეეძინათ, სახელი თავიდანვე შერჩეული ჰქონდათ და ბავშვს ერეკლე დაარქვეს. მართალია, ყოფილმა მოდელმა მშობლის ამპლუა კარგად მოირგო, მაგრამ დედობამ თავიდან დეპრესიულიც გახადა.
„ფაქტობრივად, ორსულობისას ზუსტად იმ გრაფიკითა და ცხოვრების წესით ვცხოვრობდი, რითაც მანამდე. პირველი ერთი კვირა ძალიან დაბნეული ვიყავი, დეპრესიულიც გავხდი და მერე მითხრეს, ეგ ყველას აქვს, არ ინერვიულოო. ძნელია, უცებ გააცნობიერო ყველაფერი, რადგან ერთ წუთში შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ყველანაირად შენზეა დამოკიდებული, რომელზეც უნდა იზრუნო და რომლის მიმართაც დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. მიუხედავად დეპრესიული მომენტისა, თავიდანვე ძალიან კარგად ვუვლიდი ერეკლეს, არ მიჭირდა გამოცვლა, დაბანა, ჭამა. პირველივე დღიდან კარგად ავუღე ალღო დედობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამხმარე მყავდა და მყავს“- ჰყვება ტელეწამყვანი.
View this post on Instagram
მდიდრული ცხოვრება
წარმატებულ ტელეწამყვანს მდიდირული ცხოვრება აქვს, ის მეგობრებთან ერთად პანდემიამდე ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ.
View this post on Instagram
მცხეთაში კი აქვს უზარმაზარი და მდიდრული სახლი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები