წარმატებული კალათბურთელი გიგა კვეტენაძე განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონში ვარსკვლავის სტატუსით გამოჩნდა.
პროექტის ჟიურის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ გიგას სიმაღლის გამო მისგან დიდი მოლოდინები არ ჰქონიათ, თუმცა სპორტსმენმა, მიუხედავად ამისა, ფინალში მოხვედრაც შეძლო და მოკლე დროში აუდიტორიასაც შეაყვარა თავი.
ამჯერად გიგა კვეტენაძე გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა. წამყვანის კითხვას, აქვს თუ არა მის მეუღლეს მისდამი წყენის მიზეზი, გიგამ დადებითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ უთანხმოება ყველა ოჯახში ხდება:
„რთული მოსაყოლია ოჯახსა და მეუღლეზე. პირველი სიყვარული იყო. მეგობრის მეშვეობით გავიცანი და შევხვდით ერთმანეთს სრულიად შემთხვევით. გვყავს 4 წლის ელისაბედი, 5-ის გახდება მალე და ელოდება თავის დაბადების დღეს. ახლა ცეკვებს ვუთმობ დიდ დროს და ბავშვს მოვაკელი... მეუღლეს რაც შეეხება, ისე აღმოჩნდა, რომ ახლა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ“, - აღნიშნა მან.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს
🔵ოთოს და ჯულიანას ზღაპრული საახალწლო ნომერი - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
🔵„ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, ვერაფრით გიშველე“ - ნიკა ქაცარიძეს მეუღლე ემშვიდობება