მოცეკვავე და მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ახალი წელისთვის უკვე მზადაა. მან ახალი წელი პირდაპირ საძინებელში მოიწყო.
ლოგინი ნათურებით მორთო და ნაძვის ხეც გვერდით მიუდგა.
რუსკამ საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ გამოჩენის შემდეგ დაიმსახურა. მაშინ ის ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო და თორნიკე გოგრიჭიანის პერსონაჟის შვილის როლში იყო. თავისი მეამბოხე ხასიათი გმირსაც მოარგო და დასამახსოვრებელი პერსონა შექმნა.
ამის შემდეგ მან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენა დაიპყრო. მისი ქარიზმა მაყურებელმა სულ სხვა მხრიდან დაინახა და საზოგადოების სიყვარულის დამსახურება მოცეკვავის ამპლუაშიც მოახერხა.
View this post on Instagram