Digest Logo

რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

1625305164
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი 25 მაისს მეორე შვილის დედა გახდა.  ბავშვი უკვე 40 დღისაა. ახლახან რუსკამ სოციალურ ქსელში მეორე შვილის, კატოს ფოტო გამოაქვეყნა.

მსახიობი შვილს ძუძუთი კვებავს და როგორც ამბობს, სანამ ამის საშუალება ექნა შვილს ბუნებრივი კვებით უზრუნველყოფს.

რუსკა მეუღლესა და შვილებთან ერთად დედამთილ-მამამთილის სახლში ცხოვრობს და ამბობდა, რომ ეს ფაქტი ძალიან აბედნიერებს.

„მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას ძალიან დიდი პლუსი აქვს. პირველ რიგში, უნდა გაგიმართლოს, რომ გყავდეს ისეთი დედამთილ-მამამთილი, ვისთანაც კომფორტულად იცხოვრებ. დავიწყოთ იქიდან, ჩვენი სახლი დიდია და თან ძალიან გამიმართლა იმაში, რომ სანდროს მშობლები მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან, ვერ აღვიქვამ, რომ დედამთილ-მამამთილია. ჩემი მეგობრები და ჩემი მეორე მშობლები არიან. ურთიერთობაში არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. ერთად ცხოვრებას ის პლუსიც აქვს, რომ ბავშვს სახლში, რომელშიც იზრდება, ბებია და ბაბუა ჰყავს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამიმართლა იმაშიც, რომ ისინი ჩემი შვილის აღზრდაში არ ერევიან და ჩემსა და სანდროს შორის არ დგებიან“, - აღნიშნავს მსახიობი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლილიტი კუროს ტოვებს - ბოროტი პლანეტა ტყუპებში გადადის - რა უნდა იცოდეთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში

„გირავდება ბინა მესაკუთრის ცხოვრების უფლებით“ - თუ მსგავსი განცხადება შეგხვდათ და მიმზიდველად გეჩვენებათ, მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ ინფორმაციას

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები