Digest Logo

„გირავდება ბინა მესაკუთრის ცხოვრების უფლებით“ - თუ მსგავსი განცხადება შეგხვდათ და მიმზიდველად გეჩვენებათ, მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ ინფორმაციას

1625298487
თაღლითობა და სასამართლო

ადვოკატი ნოდარ ძნელაძე მოქალაქეებს, რომლებიც უძრავი ქონების დაგირავებით არიან დაინტერესებულები, სამართლებრივ რჩევებს აძლევს.

იურისტი ხაზს უსვამს რომ, თუ უძრავი ქონების დაგირავებისას სასესხო ხელშეკრულებას გააფორმებთ მეპატრონის ცხოვრების უფლებით, უძრავი ქონების რეალიზაციით თანხის მიღების საშუალება აღარ გექნებათ.

„ფრთხილად!

გირავდება ბინა მესაკუთრეს ცხოვრების უფლებით - თუ თქვენ მსგავსი განცხადება შეგხვდათ და ფიქრობთ რომ მიმზიდველად გამოიყურება მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ ინფორმაციას:

პირველ რიგში, როცა საქმე უძრავ ნივთს ეხება გამოიყენება ტერმინი იპოთეკა, ანუ მესაკუთრე გთავაზობთ იპოთეკით დატვირთოს ბინა, რომელშიც თავად ცხოვრობს, ანუ - თქვენ მესაკუთრეს აძლევთ გარკვეული ოდენობის თანხას - სესხად, ხოლო იგი უზრუნველყოფის სახით იყენებს საკუთარ უძრავ ქონებას, რაც - ერთი შეხედვით - ნიშნავს, რომ თუ ვერ დააბრუნებს სესხის თანხას დათქმულ დროს თქვენ შეგეძლებათ უძრავი ქონების რეალიზაციით მიიღოთ თანხა, მ ა გ რ ა მ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად - „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.“

ანუ კანონი პირდაპირ კრძალავს სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების გამოყენებას იმ შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელს მესაკუთრე საცხოვრებლად იყენებს.

შესაბამისად, რეალობა აღმოჩნდება ასეთი, თქვენ გაქვთ გაცემული სესხი, თუმცა ის ქონება, რისი „იმედიც“ გქონდათ ვერ გამოიყენება თანხის დასაბრუნებლად, ამ დროს შეიძლება მოვალეს სხვა საკუთრება არ გააჩნდეს და ვალდებულება, რომელიც თქვენს წინაშე აქვს აღებული ვერ დაფაროს.

გამონაკლისის სახით, კანონი უშვებს უძრავი ქონების სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებას იმ შემთხვევაში თუ სესხის გამცემი თავად ისარგებლებს ამ ბინით.

ამისათვის ნოტარიუსთან უნდა გაფორმდეს - სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება.
კიდევ ერთი დეტალი - ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას ყურადღება მიაქციეთ ნოტარიუსი ამოწმებს ტექსტის შინაარსს თუ თქვენი ხელმოწერების ნამდვილობას.

ნებისმიერ შემთხვევაში წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია და ნუ გახდებით დაზარალებული“, - წერს იურისტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს

„ოთხმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ რომ შეყვარებულების ყოლის დრო იყო და“... - უსაყვარლესი ისტორია

„დღისით +37°“ - 3 ივლისის ამინდის პროგნოზი