საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის, მეუღლე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, ლეტალურად დასრულდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კვიტაშვილი ცხოვრებისეულ მძიმე ტკივილზე პირველად ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში ალაპარაკდა.
„იშვიათად, რომ ფეისბუქზე რამე დავწერო, მაგრამ ძალიან მძიმე რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 35 წლის ასაკში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული და ვარჯიშობდა, მძიმე ოპერაციის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა.
ის ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა გამოსულიყო მდგომარეობიდან, ძალას იკრებდა და მილიონ გეგმას ალაგებდა, თუმცა ამაოდ.
ოპერაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ მარტივი ლაპაროსკოპიული ოპერაცია იყო. ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭები უნდა მოეშორებინათ, რასაც 40 წუთი სჭირდებოდა, თუმცა, ოპერაციისას გაჩნდა პრობლემა და რასაც მოჰყვა გართულება.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ახლობელი ადამიანი დავკარგე. მეგონა უფრო მედგრად ვიქნებოდი, მაგრამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა.
როდესაც 2015 წელს მამა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, მაგრამ მშობელს არ ირჩევ. ანასტასია კი ჩემი რჩეული იყო, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ, ძალიან მძიმეა“,- ამბობს კვიტაშვილი.
ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინა.
ანასტასია ოსტროვსკაც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა და სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა.
წყვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლე გახლდათ.
სანდრო კვიტაშვილის პირველი მეუღლე ნიკოლ ჟორდანია გახლდათ, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს. ნიკოლი მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილია.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
პატარა ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ - ცნობილ რუს ტელეწამყვანს ქართველების შურს
ქუთაისში Covid-19-ს 5 ჩვილი ებრძვის