საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილების - ედუარდისა და ნიკოლოზ სააკაშვილების შესახებ საზოგადოებამ არც ისე ბევრი რამ იცის. მამიოსგან განსხვავებით, ისინი ეპატაჟურობით არ გამოირჩევიან.
თავიანთი სახელებითა და გვარებით სოციალურ ქსელებში არ აქტიურობენ, არ აქვეყნებენ ფოტოებს და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებაც არ ავრცელებენ ინფორმაციას.
„დაიჯესტმა“ ინტერნეტსივრცეში მის შესახებ გარკვეულ ცნობებს მიაგნო. ედუარდი 1995 წლი 21 ივლისს დაიბადა.
სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა. 15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა. სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, სადაც სწავლის ქულების შეფასებით, 380 კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა. ედუარდი რადიოპროგრამების
იგი პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის „National Public Radio“-სთან. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს. ჰყავს ებრაული წარმოშობის მეუღლე - ადინე მელვუს-პეტრუსია.
ცნობილია, რომ სააკაშვილის რძალი ადინე მელვუს-პეტრუსია, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.
სააკაშვილის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი ჯერ სკოლის მოსწავლეა. მედიისთვის ნიკოლოზი რამდენჯერმე გახდა აქტუალური თემის მიზეზი. ის უკრაინის აეროპორტში 3 საათის განმავლობაში დაკავებული იყო, მისი გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხმაურიანი გამოსვლების და მოთხოვნების შემდეგ მოახერხა. თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, რომ ბავშვის დაკავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკრაინაში ჩამოფრენის შემდეგ არავინ დახვედრია. ნიკოლოზი საზოგადოების და მედიის განხილვის საკითხი გახდა მას შემდეგაც, რაც თმა მწვანედ შეიღება. მეორედ თმა ნიდერლანდების მეფის საპატივსაცემოდ, ნარინჯისფრად შეიღება.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეს 15 წლის წინანდელი ტყუილი სააკაშვილის შეთხზულია! - ანჟელა არუთინიანი
სავარძელი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ზის, 14 000 დოლარი ღირს
🔘ბულვარული ამბები:
გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?
ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან