Digest Logo

„საქართველო რუსეთის ნაწილია“, ქმართან ჩხუბი რემონტის გამო, მილიარდელი „საყვარელი“ და რუსეთის სექს-სიმბოლო - თინა კანდელაკის სკანდალები

1617273478
თინა კანდელაკი

რუსეთისთვის ის თინა კანდელაკია, საქართველოში კი მას დღემდე თიკას ეძახიან.

იგი 1975 წლის 10 ნოემბერს თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. რუსულ პრესაში თავის დროზე იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ თინა კანდელაკი მამით ქართველია, დედამისი კი მამით სომეხი და დედით თურქი.

შესაძლოა, ეს აღმოსავლური ნაზავი ერთ-ერთ უმთავრეს შტრიხად იქცა, რისი წყალობითაც ქართველმა ტელეწამყვანმა რუსეთში არსებული უმწვავესი კონკურენციის პირობებში შემოქმედებით და კომერციულ წარმატებას მიაღწია.

მისი კომენტარები ყოველთვის სკანდალურია. ალბათ, იმიტომ რომ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უკავშირდება. თინა ყოველთვის ოკუპანტი სახელმწიფოს მხარეს ირჩევს რაზეც ქართული საზოგადოება ღიზიანდება.

დღეს სწორედ მის სკანდალებზე გიამბობთ.

ქართულის სწავლა

თინა კანდელაკმა თბილისის 64-ე (რუსული) საშუალო სკოლა დაამთავრა, რომელშიც ძირითადად სამხედროების ბავშვები სწავლობდნენ. ბევრმა, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, შესაძლოა, არც კი იცის, რომ მომავალი ტელევარსკვლავი თავის დროზე სამედიცინო ინსტიტუტში იღებდა განათლებას. მან უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა და საინტერესო სპეციალობა – ყბა-სახის ქირურგობა აირჩია მომავალ პროფესიად. თინა ჯერ კიდევ პირველ კურსზე იყო, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ ტელევიზიაში წამყვანების ქასთინგში მიიღო მონაწილეობა. მან თავისი გარეგნობით, სტილითა და თავდაჭერის შესანიშნავი უნარით ყველა მალე მოხიბლა. ერთადერთი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მას რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ქართული ენა ცუდად იცოდა. მან საკუთარ თავთან ფიცი დადო, რომ სამ თვეში ქართულს ისწავლიდა და შეასრულა კიდეც.

ქმართან ჩხუბი რემონტის დაწუნების გამო

თინა ანდრეი კონდრახინს, ოფიციალურად გაშორდა და განქორწინების საბუთებს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

განქორწინებას ორივე მხარე მშვიდად და ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე შეხვდა. არ ყოფილა პრობლემა ბავშვებისა და ქონების გაყოფასთან დაკავშირებითაც.

რუსული ინტერნეტსაშუალებები წერდნენ, რომ პირველი უთანხმოება წყვილს შორის მათი კუთვნილი პენტჰაუსის გარემონტებასთან დაკავშირებით დაიწყო. როდესაც თინას საშინლად არ მოეწონა ქმრისთვის მინდობილი რემონტი და თავიდან გადააკეთა.

გადაკეთება კი, არც მეტი არც ნაკლები, 500 000 დოლარი დაჯდა. როგორც თინა ამბობს, უთანხმოება ქმართან ბინის გამო მართლა ჰქონდა, მაგრამ, მხოლოდ ეს ფაქტი არ გამხდარა დაშორების მიზეზი. ოფიციალურად კი მიზეზებზე წყვილი არ საუბრობს.

მილიარდელი „საყვარელი“

მის ცხოვრებას თითქმის ყოველთვის თან სდევს დიდი თუ პატარა სკანდალები. ყველაზე დიდი ხმაური საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. 2006 წელს კანდელაკი ნიცაში უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა უძვირფასესი „ფერარის“ მარკის ავტომობილით, რომელსაც რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი მართავდა. მანქანა გაურკვეველი მიზეზით გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. ბიზნესმენი მძიმედ დაშავდა, თინას კი ხელები დაუზიანდა. მაშინვე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კანდელაკი და ქერიმოვი საყვარლები იყვნენ და ნიცაში ის დასასველებლად რუსმა მილიარდერმა წაიყვანა. თავად თინა აცხადებს, რომ მილიარდერი მხოლოდ და მხოლოდ მისი ახლო მეგობარია და მეტი არაფერი.

რუსეთის სექს-სიმბოლო

კანდელაკი რუსეთში სექს-სიმბოლოც გახდა – ჟურნალ „ფლეიბოის“ რუსული ვერსიისთვის მან შიშველმა გადაიღო ფოტოსურათები.

არავინ იცის, დაანგრია თუ არა მან ამით მითი მორიდებული კავკასიელი ქალების შესახებ, რისკენაც ყოველთვის ისწრაფვოდა, მაგრამ, ფაქტია, როგორც თავად აცხადებს, ამის განმეორებას აღარ აპირებს.

„ამიერიდან ამგვარად აღარასოდეს გავშიშვლდები“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კანდელაკმა.

თუმცა, ცნობილია გამონათქვამი – „არასოდეს თქვა არასოდეს“... რას მოიმოქმედებს მომავალში ექსცენტრიკული კანდელაკი, არავინ იცის. ბოლო ხანებში თინა კანდელაკმა დიზაინშიც გამოსცადა შესაძლებლობები. 2008 წელს მან ჩანთების საკუთარი კოლექციის ჩვენება მოაწყო, 2009 წელს კი ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა.

„სომეხი მამაკაცები ქართველ მამაკაცებს ჯობნიან“

რუსეთში მცხოვრებმა თინა კანდელაკმა ქართველი მამაკაცები გაანაწყენა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სომეხი მამაკაცები ქართველ კაცებზე უკეთესები არიან.

„რთულია ამის აღიარება, მაგრამ სომეხი მამაკაცები ქართველ მამაკაცებს ჯობნიან. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ასეა“, – დაწერა თინა კანდელაკმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამაში რა იგულისხმა.

„საქართველო რუსეთის ნაწილია, სიღატაკედან რუსეთი თუ ამოიყვანს”

კანდელაკი გამოცემა „სპუტნიკთან“ ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს.

- მე მიყვარს ქართველი ხალხი და სრულიად საქართველო, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციაა საქართველო ღატაკდება და ამ სიღარიბედან მხოლოდ რუსეთი თუ ამოიყვანს. ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია.

თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო. ჩემთვის შედეგი, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერმინისტრობა არ იქნება. აქ მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება მქონდეს: რუსეთი ბევრ სფეროში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს. ეს ათი წლის წინათ ვთქვი, ხუთი წლის წინათაც და ახლაც ვამბობ. სამწუხაროდ, დღეს ეს საქართველოში ყველაზე არაპოპულარული მოსაზრებაა. პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვგულისხმობ…

აგრეთვე წაიკითხეთ:

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

წაქეზება - „როდის თხოვდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი?“ - დასჯადი გახდება

სექსის პოზები, რომლებიც ქალებს ყველაზე ნაკლებად მოსწონთ