Digest Logo

„ფარულ მოსმენებზე უვადო პატიმრობა უნდა იყოს“ - მეუფე ნიკოლოზი

1631723702
მეუფე ნიკოლოზი

„აუცილებლად სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება ფარული ჩანაწერების გამავრცელებელ დამნაშავეებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

„ჩვენ რაც ვიწვნიეთ მოქალაქეებმა, მე, თქვენ, ეს ყველას შეგვეხო. ყველამ უნდა მოვითხოვოთ, რომ რაც მოხდა, ამ დანაშაულს მიეცეს იურიდიული კვალიფიკაცია და ასეთ დანაშაულზე უნდა იყოს უვადო პატიმრობა.

მე ღვთის სიტყვის მსახური ვარ და ვაპირებ, რომ სიტყვით ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ძალიან დიდ ადამიანთა რაოდენობას უსმენდნენ და ვისაც არ უსმენდნენ, იმათაც ეხება ეს ამბავი, იმიტომ რომ მომავალში მოუსმენენ სავარაუდოდ. საპატრიარქო არ დუმს, მე მისი წარმომადგენელი ვარ და ვლაპარაკობ მუდმივად“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტგერესებთ:

🔵რა გავლენას ახდენს Covid-19 მამაკაცის სპერმის რაოდენობაზე?

🔵„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვები ავცრათ“ - თემურ მიქელაძე

🔵„საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს!“ ის იძლევა იმპულსს სასოწარკვეთისკენ ან აგრესიისკენ“ - მხეიძე