კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ამბობს, რომ ნეგატიური ინფორმაციისგან თავის დაცვის მიზნით, საინფორმაციო გამოშვბებეს აღარ უყურებს. მისი თქმით, ტრაგიკული ამბებზე ძალიან ემოციურად რეაგირებს. ამიტომ საინფორმაციო ნაკადს თავს არიდებს.
„აღარ ვრთავ საინფორმაციო გადაცემებს, რადგან ინტერნეტში რასაც წავაწყდები, ისიც გულს მიმძიმებს. ამას მირჩევნია, მეგობრებს დავურეკო, მოვიკითხო, თუ ვინმეს რაიმე უჭირს, გავამხნევო. მე ეს პერიოდი გადავლახე და ყველას ვამხნევებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზეც აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს, შვილები მყავს და სულ ვცდილობ, მათ დადებითი, მშვიდი გარემო შევუქმნა.
ისედაც, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა - ამაზე დიდი განსაცდელი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!. ამ ამბავმა დამანგრია, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა და ახლა სიკვდილზე ფიქრი აღარ მინდა.
ყველაფერს განვიცდი, ყველას ტრაგედია გულს მტკენს და ამიტომაც ვცდილობ, აღარ მოვუსმინო“, - აცხადებს ნატო გელაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ყოველდღიური ტრაგედიები - სულისშემძვრელი მოკლე ამბები ჩვენი რეალობიდან