Digest Logo

სამი დღე პამპერსებში ვიყავი და ანი მივლიდა - როგორ დაძლია ილო ბეროშვილმა ნარკოტიკზე დამოკიდებულება

1615827579
ილო ბეროშვილი

ტელეწამყვანმა და მსახიობმა ილო ბეროშვილმა ლელა წუწრუმიას გადაცემაში ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო.

მისი თქმით, ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც გარკვეულ პროცედურას ატარებდა. მან 6-საათიანი კომა გამოიარა, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა. მისივე თქმით, 3-5% იყო რისკი, რომ ვერ გაიღვიძებდა.

„ანი კარს მიღმა მელოდებოდა, უნდოდა შემოსვლა, მაგრამ არ შეიძლებოდა. რომ გავიღვიძე საშინლად ვიყავი, ვყვიროდი და ვერ ვჩერდებოდი. მერე სახლში წამიყვანეს მამაჩემმა და ანიმ, პამპერსებში ვიყავი და ანი მივლიდა", - ამბობს ილო ბეროშვილი.