Digest Logo

🎥 „იდეალური პერიოდია შინაგანი ენერგიის, განცდების დასაბალანსებლად, გათვალეთ პერსპექტივები“ - აგვისტოს ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1753426913
ანზორ ოდიშარია

„ყველა ელოდება, რომ აგვისტო იქნება ჯადოსნური. ეს სულიერი განახლების დროა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

თვის სირთულე მდგომარეობს შუა ნაწილამდე, 15 რიცხვამდე. მეორე ნახევარი შედარებით ჰარმონიულია, მშვიდია. პირველ ნახევარში არ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი გარიგებები, შესყიდვები ისეთი ნივთების, რაც არ გვჭირდება. არც ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებებს, რომელიც მომავალში გაპრობლემურდება“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი აგვისტოს პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი - ცეცხლოვანი ენერგიები გაძლევთ საშუალებას გარკვეული განცხადებები გააკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა, სექსუალური ურთიერთობა, რადგან აქ ცეცხლი გელოდებათ და იყავით მშვიდად. 

ლომი - თქვენი პერიოდია, ენერგია გაქვთ, ძალაც, მაგრამ მთლად ნათელიც არ არის თქვენთვის ყველაფერი. გადაწვის, გადამეტების მაღალი ალბათობა არსებობს. განსაკუთრებით, თუ შინაგანი ბობოქრობის გამო ვერ მოახერხებთ დასვენებას. დაამშვიდეთ თქვენი ენერგიები. 

მშვილდოსანი - განსაკუთრებულ კარმულ პერიოდს განიცდით, ნგრევის და განახლების პერიოდია. აგვისტო იქნება ბირთვი, სადაც ჩადებთ მნიშვნელოვანს და შემდეგ თქვენს ცხოვრებაში იქნება აქტიური. მთავარი რჩევაა, ნუ შეგეშინდებათ წინააღმდეგობის.  

კურო - იდეალური პერიოდია შინაგანი ენერგიის, განცდების დასაბალანსებლად. გათვალეთ პერსპექტივები, დაიწყეთ მუშაობა. მოიწყობთ სამომავლოდ კარგ ცხოვრებას. 

ქალწული - საბედისწერო პერიოდია, დიდი ტრანსფორმაციის დროა. შინაგანი განცდები გეუბნებათ, რომ რაღაც ახალი უნდა გააკეთოთ, შეცვალოთ და ეს საკითხები წინ წამოიწევს.

თხის რქა - პოზიტიური, ჰარმონიული პერიოდი გაქვთ. მარტივად აიხდენთ სურვილებს. გაგიჭირდებათ დასვენება, რადგან სასიკეთო პერიოდებია, გარკვეული წამოწყებები გექნებათ, რაც სხვებსაც მოუტანს სარგებელს.

ტყუპები - იცვლით პარტნიორს, კარიერული კუთხით იქნება ცვლილება, აზრები, ცნობიერება შეიცვლება და ეს ყველაფერი იქნება პოზიტიურად. მეტი ენერგია გექნებათ. 

მერწყული - ენერგია, რაც აგვისტოში გექნებათ, მთლიანად გადატვირთავს თქვენს ფსიქოემოციურ ფონს. დაიღალეთ ბოლომდე, რადგან ენერგიისგან დაიცალოთ. 

სასწორი - კრიტიკული ველია ჭორების, ინფორმაციის არასწორი გაგების ველია შექმნილი. თუმცა მაინც პოზიტიური პერიოდია კონკრეტული მიმართულებებისთვის, ესენია ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ფსიქოემოციური ენერგიის მოწესრიგება, შეთავაზებები, რაც წარსულში იყო, განახორციელეთ 15 რიცხვის შემდეგ. 

თევზები - თქვენთვის მობრუნებაა დაუმთავრებელი საქმის, ამოუთქმელი ემოციების, განცდების, ურთიერთობების, განცდების. განახლების პროცესი მიმდინარეობს. 

კირჩხიბი - დათბებით, გაძლიერდებით, გალღვებით და იგრძნობთ, რამდენად სასიკეთო ყოფილა ეს პერიოდი თქვენთვის. მეტი დაცულობის შეგრძნება, მეტი ინიციატივა, სურვილი, სწორი ნაბიჯები მომავლის საკეთილდღეოდ. 

მორიელი - ყველაფერი კარგად იქნება, ბევრი კითხვის ნიშანი გექნებათ სამსახურთან, ურთიერთობებში, ფინანსებში, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება 2025 წლის აგვისტოში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ - თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით

⭕„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

⭕„უფალს ებარებოდე...“ - გენო პეტრიაშვილი მამას ემოციურად ემშვიდობება