დიზაინერი, ანუკი არეშიძე თავისუფალ დროს საკუთარ განვითარებას უთმობს. ოთხი შვილის დედამ „ფოლოვერებს“ საიდუმლო გაუმხილა.
თბილისის მერის მეუღლე, შვილების დაძინების შემდეგ, საკუთარ განვითარებაზე ზრუნავს.
ის ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლას სახლის პირობებში შეუდგა, ვინაიდან პანდემიამ ყველაფერი „ონლაინ-რეჟიმზე“ გადაიყვანა.
„მეც მინდა გოგო“ - ანუკი არეშიძე 4 ვაჟის შემდეგ გოგონას გაჩენას აპირებს?
„სანამ ბავშვებს სძინავთ“ – ამ წარწერით ინგლისურენოვანი წიგნის ფოტო ანუკიმ გვიან ღამით გამოაქვეყნა.
ყოფილი მოდელი გონებას გვიან საათებშიც ავარჯიშებს, როდესაც საქმით და შვილების მოვლით დაღლილია. ეს პროცესი მას სიამოვნებას ანიჭებს, ხოლო შედეგი მოტივაციას მატებს.
კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს.
ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.