მსახიობის გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს პირველი საერთო შვილი 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაუჩნდათ. მათი ქალიშვილი, ნიკა 9 თვისაა.
მარიამ ნადირაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ჰყვება, თუ როგორ შეცვალა შვილის დაბადებამ მათი ურთიერთობა.
„ბავშვის დაბადებამ ჩვენს ურთიერთობაზე საუკეთესოდ იმოქმედა. ის ორივეს გვაბედნიერებს და ვხვდებით, რომ ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადაგიყვანა. ამ ბავშვმა უფრო შეკრა ჩვენი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ორივე ნიკას ირგვლივ ვტრიალებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ყურადღება დავაკელით. პირიქით, ნიკამ ჩვენი გარემოც და ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო გახადა. ცხოვრების მიზნებიც მნიშვნელოვნად შეგვიცვალა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ნიკას მშობლები გავხდით.
გიორგიზე ვერ ვიტყვი, რომ ბავშვის აღზრდაში ჩართულია ან მეხმარება, ის მთლიანად ამ პროცესშია. ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მე და გიორგი თანაბრად ვართ ჩართული ნიკას აღზრდაში. ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეხმარებით, ერთად ვართ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უვლის და ზრუნავს გიორგი თავის შვილებზე…“
მსახიობი ასევე ამახვილებს ყურადღებას ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს:
„საზოგადოებაში მაინც არსებობს მიდგომა, რომ წადი, სახლში აჭამე ან როცა ძუძუთი კვებავ ქუჩაში, გადააფარე, ამ ფოტოს დადებით ჩემი მიზანი იყო, ბევრი ქალისთვის დამენახვებინა, რომ ბავშვის კვება ძუძუთი უხერხული არ უნდა იყოს. ვინც ამის წინააღმდეგია, ჭამის დროს თავად წაიფაროს თავზე…“, - წერს მარიამ ნადირაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩვენს ქვეყანაში პროპორციები, სამწუხაროდ, ბოლო ორი ვარიანტისკენ იხრება“ - კულუმბეგოვი
🔵„დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება“ - რა გელოდებათ დღიდან?
🔵24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵გიორგი გასვიანის 8 თვის ორსული ცოლი „პფაიზერით“ აიცრა
🔵„ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი“ - რატომ დაშორდა ქეთი ჩხეიძე ქმარს?