Digest Logo

„ტელეფონი ჩართული დარჩა და მესმოდა როგორ ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით“ - ემიგრანტი შვილის ემოციური წერილი

1637693862
ტელეფონი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „ჩემი ნაკვალევი“ ალექსანდრე ნარსია ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც დედაშვილურ ურთიერთობას ეხება. „დაიჯესტი“ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„შვილის მონატრება და სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს...

რას ვიფიქრებდი, 77 წლის დედაჩემი ახუთიდან შუა ჰოლანდიაში თუ ვათსაპით დამირეკავდა...
მაგრამ ისწავლა...

ის კი არა, ამას წინათ მისაყვედურა კიდევაც, „როდესაც დამირეკავ, იცოდე, ყოველთვის ვიდეოზარით დამირეკეო“...

წუხელ დიდხანს ვისაუბრეთ, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ტელეფონი მაგიდაზე დადო, გამორთვა დაავიწყდა, მეც წამიერად შევყოვნდი, მესმოდა ყურსასმენებში ტელევიზორის ხმა, დავხუჭე თვალები და სახლში წარმოვიდგინე თავი... წუთზე მეტი არ იქნებოდა გასული, დედაჩემის ხმა რომ მომესმა, თავიდან გარკვევით ვეღარ გავიგე რას საუბრობდა, შემდეგ ყურსასმენებში ავუწიე ხმას და ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის ... ის ლოცულობდა... ჩემს სახელს ახსენებდა ხშირად და წმინდა გიორგის... ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით... დიდხანს ვერ გავუძელი ამ ყველაფერს, (გულზე გაურკვეველი სიმძიმის დაწოლის გამო, სიხარულნარევი სიმძიმის, რა თქმა უნდა ) და მობილური გამოვრთე...

დიდხანს ილოცებდა ალბათ კიდევ დედაჩემი წუხელ, ბუხარშიც იგიზგიზებდა ცეცხლი შუაღამემდე, მე კი ვიწექი და ვფიქრობდი (არ ვიცი რაზე , იმდენად დახვავებულიყო ყველა დროის მოგონებები), მესმოდა ტრამვაის ჩავლის ხმა, თითქოს მისი ვაგონები ჩემი საფიქრალით გაევსოთ და დასტებად დაწყობილი მოჰქონდა ჩემთან...
ახუთი - ჩემი სოფელი, ჩხოროწყუს რაიონი. როტერდამი 10.11.2021 ალექსანდრე ნარსია“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნეკა დოროყაშვილი მხდალ ადამიანებს მიმართავს

🔵„პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – ბესო ზანგური

🔵„სწორედ მისი წყალობით, მიუხედავად გამორჩეულ სიღარიბეში გაზრდისა, მომეცა შესაძლებლობა მიმეღწია წარმატებისთვის“ - ანა სუბელიანი