მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე, დიდ სიყვარულსა და ქმართან დაშორებაზე ისაუბრა. ქეთი ჰყვება თუ როგორ იგრძნო ქმართან ურთიერთობაში სიცივე და რატომ დაანგრია ოჯახი.
„უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი.
თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და მშვიდად დავცილდით. იგი საუკეთესო მამაა და აქტიურად არის ჩართული შვილების ცხოვრებაში.
ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შემდეგ არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს…“, - ამბობს მსახიობი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნეკა დოროყაშვილი მხდალ ადამიანებს მიმართავს
🔵„პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – ბესო ზანგური