პროფესორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის და ლიცენზირებული ექიმის გიორგი ფხაკაძის პროფესიული რჩევების მიღმა, მისი საინტერესო ცხოვრება დგას. ფხაკაძემ გადაწყვიტა საზოგადოებას მის მიერ განვლილი გზის შესახებ უამბობს.
როგორც ფხაკაძე ამბობს, იქამდე, რასაც დღეს წარმოადგენს, იყო რთული, შეცდომებით სავსე, მაგრამ საინტერესო გზა. საქმიანი ვიზიტები ნეპალსა და სომალიში. კვლევები ინდოეთში და პროექტები გაეროში.
გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ შეცდომები სწავლის საშუალებას აძლევს ადამიანს და გამოცდილება მის გარეშე შეუძლებელია.
„ახლა, უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი?… ვმუშაობდი სანიტრად, ექთნად და ლაბორატორიაში მუშაკად, სადაც ლამის ავაფეთქე დაწესებულება. მანამდე კი ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციაში, საიდანაც მუდმივად ვავსებდი აპლიკაციებს და ერთხელაც, სიურპრიზიც დამხვდა, აღმოჩნდა, რომ ჩავაბარე ნეპალის უნივერსიტეტში. იქ დავიწყე ექიმთან მუშაობა, ვატარებდი კვლევას შიდსის შესახებ. ყველაზე ღარიბი უბანი ავარჩიე და კვლევა საუკეთესო მეთოდოლოგიით, საუკეთესო სტანდარტებით გავაკეთე. იქ კოკა-კოლა არ იციან რა არის, ვნახე ხალხი, რომელიც ხეებზე ცხოვრობს. იყო ადგილები, სადაც ხორცი არ იყო. მოვიკითხე, იქნებ ხორცი იყოს-თქო და საღამოს მოიტანეს ქათმები. გამიკვირდა, აქ ვერ დავინახე და რა არის-თქო, ფარშავანგი აღმოჩნდა. მე მათთვის მიმქონდა წამლები და ვიტამინები, საკუთარი სახსრებით ვყიდულობდი, კლინიკიდან კი, მეორადი ბინტები და გარკვეული ნივთები მიმქონდა, არაფერი არ მინდოდა იმათგან, რაზე იყო საუბარი, უბრალოდ მსიამოვნებდა, რომ ვეხმარებოდი.
კიდევ ვმუშაობდი სექს-მუშაკებთან ინდოეთში და ნარკომომხმარებლების ჯგუფში. სექს-მუშაკებში შედიოდნენ ტრანსებიც, გეებიც და ჰეტეროებიც. ძალიან კარგად ვიცნობდი მათ. თითქმის ყველა ინდოელი სექსმუშაკი მიცნობდა. ერთხელ კურიოზიც დამემართა, ქუჩაში რომ მივდიოდი, მეგობრებთან ერთად, დამინახა სექსმუშაკმა, მოვვარდადა გადამეხვია - „დოქტორ გიორგი, როგორ ხარო“.
ბევრი რამ გამიკეთებია, ბევრიც შემშლია, მაგრამ შეცდომებზე სწავლობს ადამიანი“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„კაცმა უნდა იძალადოს, უნდა იჩხუბოს, იყვიროს, აბა რისი კაცია“- რას წერს პეტრე კოლხი