სტრესმა, ნევროზმა, პანიკურმა აშლილობამ არ იცის ადამიანების გარჩევა. ის ემართება ნებისმიერს, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ცნობადობისა, რასისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თუმცა ბევრი ამაზე ღიად საუბარს გაურბის.
შეგახსენებთ იმ, 4 სელებრითის ვინაობას, რომლებმაც მენტალურ პრობლემაზე საჯაროდ ისაუბრეს.
⚪ გია სურამელაშვილი
მომღერალი გია სურამელაშვილი ყველასთვის ეპატაჟური და სკანდალური სელებრითია. თავისი სასიყვარულო ისტორიებისა და დრამების შესახებ სხვადასხვა გადაცემაში საუბრობს. როგორც ჩანს, ცალმხრივმა სიყვარულმა მასზე დიდი კვალი დატოვა და ამ თემაზე საუბრისას მომღერალი ცრემლებს ვერ იკავებს ხოლმე.
„ნერვები მაქვს სულ დაწყვეტაზე, აშკარად გადავიღალე, ვეღარც ალკოჰოლს ვსვამ, ვიღებ წამლებს,“- ამბობს ერთ-ერთ გადაცემაში სურამელაშვილი.
⚪ მაია ასათიანი
ჟურნალისტმა ტრაგიკული ცხოვრება გამოიარა. მან ყველაზე ძვირფასი პიროვნება, ერთადერთი შვილი დაკარგა. ეს არის ძლიერი ქალი, რომელიც სტრესს არ დაემორჩილა და დაცემული ფეხზე წამოდგა.
„არის დღეები, როდესაც გათენება არ გიხარია, შენს ნაცვლად არავინ არ იცხოვრებს“,- ამბობს ასათიანი.
⚪ ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტმა თავისივე გადაცემაში „ნანუკას შოუ“ პანიკური შეტევების შესახებ ისაუბრა. მან გადაცემაში პირადი საიდუმლო გასცა და დეპრესიის შესახებ ღიად ალაპარაკდა.
როგორც თავად ამბობს, იმდენად მძიმედ იყო, რომ სიკვდილამდე დარჩენილ დღეებს ითვლიდა. სვამდა წამლებს და ჰქონდა შფოთვები.
⚪შორენა ბეგაშვილი
შორენას ცხოვრების შესახებ უმრავლესობამ ბევრი დეტალი იცის. კაცის მხრიდან ძალადობა, მძიმე სოციალური ფონი, კრახით დასრულებული სიყვარულის ისტორია - ეს ყველაფერი შორენამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუმცა ყველაზე დიდი ტრავმა შვილის ავადმყოფობამ მიაყენა:
„ფეხშიშველი ჩავრბოდი კიბეებზე, როცა ვნახე ევა ასფალტზე იწვა. ამის მერე არაფერი მახსოვს. ექიმები, კამერები, ჟურნალისტები... ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი იყო, რამაც დაღი დამასვა. ამის შემდეგ მე და ევამ ახალი ცხოვრება დავიწყეთ“,- ამბობს ბეგაშვილი.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
თოფურიას ყოფილები - ყველა კაცი, ვინც ქეთა თოფურიას უყვარდა