ცნობილი მსახიოებისაგან, ხშირად გაიგონებთ, რომ კულისებში გაიზარდა. მომღერლისაგან, კი უცხო არაა ფრაზა, რომ მის ოჯახში მუდმივად მღეროდნენ და სხვა სფეროში ვერ წარმოედგინა თავი.
არიან გამონაკლისებიც, რომლებმაც მათი მშობლებისა და წინაპრებისგან განსხვავებით რადიკალურად სხვა პროფესია აირჩიეს, თუმცა, ამ ეტაპზე, იმ ცნობილ ადამიანებზე მოგიყვებით, რომლებმაც ოჯახური ტრადიცია არ დაარღვიეს.
კახიანი-ბადურაშილების დინასტია
ამ ოჯახის შემოქმედებითი საქმიანობა საზოგადოებამ მსახიობების - იმედა კახიანისა და ლალი ბადურაშვილების ეკრანზე გამოჩენით გაიცნო.
შემდეგ იყო რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი და მსახიობი ეკა კახიანი, რომლებმაც თავიანთ სფერიოში ნამდვილად დაიმკვიდრეს თავი, ეკას და ერეკლეს შვილი კი ყველასათვის ცნობილი მსახიობი და მომრერალი ნინი ბადურაშვილია. როგორც ნინიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, მის შვილს პატარა ელენეს სავარაუდოდ სიმრერის ნიჭი აქვს.
ბრაგვაძე-მამალაძის დინასტია
ქართული ესტრადის ლეგენდა და რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი ნანი ბერგვაძის შვილი, ეკა მამალაძე დედის კვალს გაჰყვა. მომღერალია ეკა მამალაძის შვილი, ნატალია ქუთათელაძე.
ჭოხონელიძე-როინიშვილების დინასტია
მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის შვილებიც მშობლების კვალს გაჰყვნენ. მარიმ როინიშვილი ცნობილი საოპერო მომღერალი გახდა, კოკო როინიშვილი კი მსახიობია. აგრეთვე, მომღერალ მარიამ როინიშვილისა და მსახიობ გიორგი მახარაძის შვილი ელენე მახარაძე, სამსახიობო მომაცემებით გამოირჩევა. მას უკვე იღებენ სერიალში „იდეალური დედა“.