მსახიობი, მარინა კახიანის, ვაჟს წლინახევრის წინ მეორე შვილი, ალექსანდრა შეეძინა. ბებიამ ჟურნალ „სარკესთან“ შვილიშვილზე ისაუბრა.
- მე და ალექსანდრა ხან ძალიან ვესიყვარულებით ერთმანეთს, ხან კი შეხლა-შემოხლა გვაქვს. ძალიან თბილი ბავშვია. ქუჩაშიც რომ ვსეირნობთ, ადამიანების მიმართ ისეთ სიყვარულსა და სითბოს გამოხატავს… ყველას ესალმება, უცხო ადამიანებს კოცნას უგზავნის...
მინდა, ეს თვისება მომავალშიც დარჩეს. თუმცა ხანდახან ისეთი ჯიუტია… რაღაც რომ უნდა, საკმაოდ დიდხანს იბრძვის, რომ შეუსრულონ.
– ვის ჰგავს სიჯიუტეში?
– ჩემს შვილს რომ ჰკითხო, ამბობს, ბებიას ჰგავსო. მე კი არ მიმაჩნია, რომ ჯიუტი ვარ. ადამიანები ხომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ კარგი თვისებები გვაქვს. ვთვლი, რომ წლებთან ერთად უფრო ლმობიერი და მიმტევებელიც გავხდი, ვიდრე ახალგაზრდობაში ვიყავი.
ყველაზე მეტად ჩემი სამკაულებით თამაში უყვარს, გიჟდება! განსაკუთრებით დილაობით წამოიცვამს ხოლმე პატარა თითებზე ბეჭდებს, მერე დადის და ყველას აჩვენებს. უკვე პატარა ქალია.
– წონა თუ ნაოჭი – რომელი უფრო გულსატკენია სარკეში ჩახედვისას?
– ნაოჭი მაინც გაჩნდება, ვერაფერს შევცვლით. ჯობია, ნაოჭებიან სახეს უყურო ბევრი წლის შემდეგ, ვიდრე არ უყურო. მიმაჩნია, რომ იმ ნაოჭებშიც არის გარკვეული სილამაზე. შეიძლება, რაღაც მომენტში მართლაც გატკინოს გული სარკეში დანახულმა ნაოჭმა, მაგრამ მერე ესეც გადალახო და იმ ნაოჭითაც საინტერესო გახდეს შენი ცხოვრება.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1 ფენოვანს 6 კაცზე ვყოფდით, არაყს ვიპარავდით და ვსვამდით - დათო ხუჯაძის ომისდროინდელი ბავშვობა