გურამ შეროზიას აფრიკული მოგზაურობა სიყვარულით დასრულდა. კოკო - ასე ჰქვია მის რჩეულ შავტუხა გოგოს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს და გურამი აპირებს, ორიგინალურად მიულოცოს საღამოს. შეროზია „დაიჯესტან" კოკოს გაცნობის დეტალებს იხსენებს და ექსკლუზიურად გვიყვება, თუ სად გაატარეს, მათ დაუვიწყარი ღამეები.
როგორ გაიცანი კოკო ?
სულ პირველ დღეს მომეწონა პლაჟზე სხვა შავტუხა გოგო, რომელთანაც ფოტო გადავიღე, ინსტაგრამი მომცა და იმის მერე ვეღარსად ვიპოვე. ჰოდა, იმ ფოტოს ვაჩვენებდი პლაჟზე ხალხს და ვეძებდი, სადაც კოკო შემხვდა, რა საინტერესოა, მიყვარს მსგავსი ისტორიები და წამოგყვები, ერთად ვიპოვოთო.
ჰოდა, მთელი დღე ერთად გამოგვივიდა. ასე, შევყევით და ნელ-ნელა ის „დავიკიდეთ“ და ერთმანეთი შემოგვეწონა.
რაღაც ეტაპზე გადავწყვიტეთ ერთად გაგვეგრძელებინა მოგზაურობა და 3 დღით ზანზიბარის ჰილტონში გადავედით.
ახლა, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ?
სექტემბერში ჩამოყვანა მინდოდა და ვიზის პრობლემა შეიქმნა, ჰოდა, ახლა ნელ-ნელა „გვიტრუხდება“.
ანუ გრძნობა განელდა ?
კი და უკვე თავისუფლად ვართ, აღარ ვერთგულობთ.
ერთგულების ფიცი რომელმა გატეხა პირველად ?
არცერთმა. შევთანხმდით, რომ ასე რთულია და გავათავისუფლეთ ერთმანეთი ვალდებულებებისგან.
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ :
7 მეგრული რჩევა თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გურამ შეროზიასგან
„ქორწინებამდე სექსის არ ქონას აქვს ერთი ძალიან სასიამოვნო მხარე“ - მიშო სულუხია...
„ფული დროზე გამომიგზავნე, თორემ, ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა ემიგრანტ დედას!...