ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს დაშორდა. ეს ფაქტი ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სოციალური ქსელის ხელმომწერებთან კითხვა-პასუხის დროს დაადასტურა.
„მარტო ვარ“, – დაწერა შორენა ბეგაშვილმა.
შორენამ საყვარელ კაცზე დაახლოებით ერთი წლის წინ ისაუბრა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი იმის გამო შეუყვარდა, რომ ის არის კაცი, რომლის სიტყვასაც ძალა აქვს და ის რასაც ამბობს, იმას ასრულებს.
ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია“ 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელია, რომელსაც ასევე მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბოლში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე, როგორც ამ კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.
გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეც არ არის, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად ესპანეთში იმყოფება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება