2013 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა.
„სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია“, - დასძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ პირველი ლედი პრეზიდენტის მეუღლე გახლდათ. ბრძოლამ პირველი ლედობისთვის მედიის კულუარებში გადაინაცვლა....
მართალია, ამ თემაზე ერთიანი აზრი არ არსებობდა, მაგრამ ფაქტია, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი მეუღლე იყო მიწვეული.
ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების შემდეგ ინტერვიუებისგან თავს იკავებდა. ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ „ფეისბუქზე“ მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.
მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა თელავში გადაიყვანეს სამუშაოდ შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.
მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.
ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა.
ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, სამი ვაჟი და მეოთხე ქალიშვილი. ცნობილი ფაქტია, რომ ღარიბაშვილის მეუღლე გოგონაზე ოცნებობდა...
ნუნუკა სოციალურ ქსელში მეუღლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ აღარ აქტიურობდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა, პოლიტიკოსის მეუღლე პერიოდულად ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.
ზაფხულის მიწურულს კი შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად გადარებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, რითაც ცნობილი გახდა, რომ ნუნუკამ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად დენდროლოგიური პარკი მოინახულა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან
30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ
ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?