მომღერალი სოფო ბედია ყველას კარგად გვახსოვს პროექტ „ჯეოსტარიდან“. მისი ვოკალური მონაცემებით აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ სოფო ძალიან შეიყვარა და მისი ცხოვრებით დაინტერესდა.
პროექტში მისვლისას, როგორც თავად ამბობს, პირველ შვილი ახალი გაჩენილი ჰყავდა და სულ სხვა იმიჯი ჰქონდა.
მისი პირველი ქმარი მუსიკოსი, მიშა შაყულაშვილი იყო...
როგორც თავად სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, შაყულაშვილი მასზე 14 წლით უფროსი იყო და მასთან ოჯახი მალევე დაენგრა.
„ყველაფერი გავაკეთე ოჯახის შესანარჩულებლად... თუმცა ყველაფერი ხასიათის ბრალი იყო, ყველანაირად ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი ბევრს ვერაფერს წყვეტს, შესაბამისად, 5 წელში ოჯახი დამენგრა. მისგან ერთი შვილი მყავს, ნიკოლოზი და მადლობელი ვარ ამისთვის“,- ამბობს ბედია.
მიშა მუსიკოსი და მომღერალია, როგორც თავად სოფო აღნიშნავს, ერთად ყოფნის პერიოდში კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდა და სიმღერაც მიუძღვნა, თუმცა მათი კავშირი განქორწინებით დასრულდა.
დაშორებიდან 1 თვეში მომღერალმა ცხოვრების ახალი სიყვარული, მეორე მეუღლე, მიშა მესხი, გაიცნო...
მიშა მესხი, ხომ გახსოვთ, აი, „სოფო ბედიას ქმარი“, „სოფო ბედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყო“... სწორედ ეს პიროვნებაა მომღერლის დიდი სიყვარული, ვისთან ერთადაც თავს ახლაც ბედნიერად გრძნობს.
ბედიას თქმით, მომავალი მეუღლე საერთო მეგობართან ქორწილში გაიცნო და მალევე დაახლოვდნენ.
„ცხოვრება ძაან სასაცილოა, განვიცდიდი ოჯახის დანგრევას... ერთხელაც მეგობრის ქორწილში ვიყავი, სადაც მიშაც იმყოფებოდა... მან ჩემზე დადებითად იმოქმედა. ხალისიანი, პოზტიური და წარმოსადეგი იყო... თუმცა როგორც მამაკაცს ვერ აღვიქვამდი, მომწონდა როგორც კარგი ადამიანი.... 4-5 თვე ჩვეულებრივად ვემეგობრებოდი, მაგრამ მიშამ თავისი გაიტანა და დავოჯახდით“,- ამბობს ბედია ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც თავად მომღერალი ამბობს, დაოჯეხების გადაწყვეტილება მიშას ურთიერთობამ მიაღებინა.
„მიშა არამარტო ჩემთვის იყო კარგი, არამედ, ჩემი პირველი შვილისთვისაც. სულ ეფერებოდა, საჩუქრებს ჩუქნიდა და ეძმაკაცებოდა, რაც ჩმეთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,- ამბობს მომღერალი.
სოფო ბედიას ქმარი, თავის ირგვლივ გავრცელებულ ხუმრობებზე თავადაც ერთობა და აღნიშნავს, რომ არ წყინს...
„სოფო ბედიას ქმარი“ ქართული სლენგის განმარტებით ლექსიკონშიც მოხვდა: სოფო ბედიას ქმარი - ვარჯიშის ღმერთი ქართულ მითოლოგიაში. გამოირჩევა აღნაგობითა და დახვეწილი მანერებით...
ასეთ ხუმრობებზე მას უარყოფითი რეაქცია არ აქვს, თუმცა, ბოლო დროს გადაცემაში, „სიცრუის დეტექტორი“ აღნიშნა, რომ ეს ხუმრობები მოძველდა და სხვა რამეზე უნდა იცინოს საზოგადოებამ...
თუ არ გახოვთ, შეგახსენებთ, რომ მიშა მესხი თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თინეიჯერობის ასაკიდან იბრძოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს, გაიტაცეს და ქვეყნიდანაც კი დევნიდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა საქმიანობამ ქუჩიდან კაბინეტში გადაინაცვლა და ის საკრებულოს დეპუტატების პროპორციულ სიაშიც იყო, კრწანისში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ პროცესებს მოულოდნელად ჩამოშორდა.
სოფოს და მიშას 5 წელი ბავშვი არ უჩნდებოდათ და როგორც სოფო ამბობს „უფალმა საჩუქარი“ გამოუგზავნა ანდრიას სახით..
სოფოს 2 შვილი ჰყავს და ახლა მიშასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს...
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ იყო ქალი, რომლის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები
რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?