Digest Logo

სოფომდე მყვარებია, თან ძალიან, თუმცა... - „მზეთუნახავისა“ და გვარამიას ისტორია

1608803422
ნიკა გვარამია _ სოფო ლილუაშვილი

„ამ წამს, ჩემი მზეთუნახავი ცოლი 40 წლის შეიქნა. დიახ, 40-ის - მზეთუნახავები ასაკს არ მალავენ
საუკეთესო საჩუქარი, რაც წელს მიიღო, მზეთუნახავის ტიტულია. რთულია, ამ საჩუქარს გადაუჯოკრო, მაგრამ მაინც ვეცდები“, - დაწერა გუშინ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში და მეუღლის, სოფო ლილუაშვილის დაბადების დღე ქვეყანას ამცნო, რაც მისგან უჩვეულოა.

 

ნიკას ჟურნალისტებთან თითქმის არასდროს უსაბრია სოფოს შესახებ. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინტერვიუს, საიდანაც ამბის გაგება ისევ ჟურნალისტის შეკითხვიდან შეგვიძლია.

-როგორც ვიცი, ერთმანეთი ინტელექტკლუბში გაიცანით - ამბობს ჟურნალისტი

პასუხად კი ნიკასგაგნ მხოლოდ „დიახ“ გვესმის.

მაშინ ნიკა 23 წლის ყოფილა.

„პირველი ნახვისთანავე ძალიან მომეწონა. არ მიფიქრია, რომ ცოლად მოვიყვანდი. იმ ასაკში მსგავსი ფიქრები არ მაწუხებდა. მანამდე ოჯახის შექმნა ერთადერთხელ მინდოდა, მაშინ 19-20 წლის ვიქნებოდი და არ შევქმენი.

სოფო არის ერთადერთი ქალი, ვისგანაც შვილები მინდოდა და ვისთან ერთადაც ყოველ ღამე დაძინება და გაღვიძება მინდოდა, თუმცა სოფომდეც მყვარებია, თან ძალიან.“

წლების წინ, მას შემდეგ, რაც გვარამიამ მინისტრის პოსტი დატოვა, ამერიკაში სასწავლებლად თავად წავიდა. ამბავს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ზუსტად იმ პათოსით, როგორც წინა წინადადება წაიკითხეთ, თუმცა ნამდვილი ამბავი ძალიან ცოტამ იცის:

„ამერიკაში რომ წავედი, ინგლისური არც ვიცოდი. იქ ვისწავლე. ნახევარი წელი ვსწავლობდი. თანამედროვე სამყაროში ინგლისურის არცოდნა ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ასე გამოვიდა. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. შეძლებული ოჯახი არ მყვდა. 16 წლიდან საკუთარ თავს და ოჯახს მე ვარჩენ. სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი. არასდროს არ მქონია ის ფუფუნება, ჩემი თავისთვის დამეთმო დრო და ფინანსები. 30 წლამდე რომ ინგლისური არ ვიცოდი, არაერთხელ დამხვდა ბარიერად.

ამავდროულად, ამერიკაში უნივერსიტეტში სწავლა მინდოდა. ამას გარდა ფინანსურად, მინისტრის ანაზღაურება არ იყო საკმარისი ოჯახისთვის. უკვე მყავდა ცოლი და 2 შვილი. მინისტრი რომ გავხდი, მაშინ 27 წლის ვიყავი და როცა ცოლი მოვიყვანე, შვილები გამიჩნდა, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ადამიანებს აქვთ კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამ და ეს ტვირთია. ეს უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ საკუთარი თავი.

30 წლისამ გავაცნობიერე, რომ კარიერულად ყველაფერს მივაღწიე, რაც ჩემთვის საინტერესო იყო და ვიფიქრე - ახლა დროა ვიფიქრო ჩემი ოჯახის განვითარებაზე. მინდოდა შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიმეცა, რაც მე არ მიმიღია. ის რაც მე დამაკლდა, არ მინდოდა ჩემს შვილებს დაკლებოდათ. ამიტომ წავედი საჯარო თანამდებობიდან, უარი ვთქვი კარიერის ამ გზით განვითარებაზე.

ამერიკაში მთელი ოჯახი წავედით. ერთი შვილი 10 წლის იყო, მეორე 3 თვის. დღის განმავლობაში მხოლოდ 3 საათი ვისვენებდი. ჩემს ცოლს ცოტა მაინც რომ დაესვენე, 2 საათი ბავშვებს ვუვლიდი. ერთი საათიც რამე საჭმელს ვაკეთებდი. გამაძლიერა იმ განცდამ რომ ზურგს არავინ მიმაგრებდა“, - ამბობს გვარამია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ვის ეკუთვნის სინამდვილეში „ჩიკას სახლი“, სადაც „ჩცდ“-ს გადაღებები მიმდინარეობდა

ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს