Digest Logo

თამუნა მუსერიძესა და სანდრო მიკუჩაძეს შვილი შეეძინათ - ახალშობილის პირველი ფოტო

1605796197
სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

ყოფილ ტელეწამყვან თამუნა მუსერიძესა და მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს მეორე შვილი, ანიკა შეეძინათ.

ცნობილია, რომ თამუნას საკეისრო კვეთა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ჩვილმა მოვლენებს დაასწრო და ბუნებრივი გზებით მოევლინა ამ ქვეყანას.

„მეტი საქმე არ ჰქონდა პატარა მორიელკას, მაშინ დაბადებულიყო, როცა ჩვენ დავუგეგმეთ“,- წერს ახალშობილის მამა, სანდრო მიკუჩაძე.

თამუნამ კი ახლახან პატარა ანიკას ფოტო გამოაქვეყნა.

ანიკა წყვილის მეორე საერთო შვილია, სანდრო და თამუნა წლებია ერთად არიან. პირველი შვილი მათ 2 წლის წინ შეეძინათ.anika-mikuchadzr_o_h.jpeg