შემოდგომის ცივ და წვიმიან დღეებს ძალიან უხდება ცხელი ჩაი და კლასიკური, მშვიდი მუსიკა. ცხელი ჩაი გვათბობს, კლასიკური მუსიკა კი ნოსტალგიურ განწყობას გვიქმნის.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ 7 ფოტოს, რომელიც ცივ შემოდგომის დღეებზე, ცხელ ჩაიზე მეტად გაგათბობთ.
⚪ ნიკოლოზ ბასილაშვილი
მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, როგორც გოგოები აღნიშნავენ, „სიმპათიურობის ზეიმია“. მიუხედავად, მის ირგვლივ ატეხილი სკანდალისა ის საპირისპირო სქესის მიმართ, მაინც მომხიბლელ მამაკაცად რჩება.
⚪ დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერია. მის სიმპათიურობას ბევრი ქალბატონი უსვამს ხაზს და ქართველ სიმპათიურ მამაკაცთა სიის უცვლელი წევრია.
⚪ ირაკლი მაქაცარია
ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია ყველა დროის სიმპათიური მამაკაცია. ის ყოველთვის ექცევა მანდილოსნების ყურადღების ქვეშ და ბევრისთვის სასურველ სასიძოდ ითვლება.
⚪ მერაბ შარიქაძე
რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ყველამ კარგად ვიცით და სიმპათიური მორაგბეების ნაკლებობას რომ არ განვიცდით, ესეც უნდა ვიცოდეთ. მერაბ შარიქაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრია. მომხიბვლელ გარეგნობასთან ერთად, მისი პროფესიონალიზმი არაერთ თამაშზე ვიხილეთ.
⚪ გიორგი ლორია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია, ქართველი ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. თამაშის ბედის გადამწყვეტ რგოლს გოგოების თაყვანისმცებლების დიდი არმია ჰყავს.
⚪ დავით ხოჭალავა
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მცველი დავით ხოჭალავა სიმპათიური სპორტსმენების ჩამონათვალს მიეკუთვნება. მიუხედავად დაოჯახებულის სტატუსისა, მანდილოსნები მის მიმართ ყურადღებას არ კარგავენ.
⚪ ნიკოლოზ ცქიტიშვილი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი. გარეგნობიდან გამომდინარე მისი შემჩნევა არ გაგიჭირდებოდათ.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილები, რომლებიც წინაპრების პროფესიულ კვალს მიჰყვებიან
თათარაშვილი პროცენტს ვეღარ იხდის
ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც ქმრებმა უღალატეს