Digest Logo

ცნობილები, რომლებმაც მძიმე სენი დაამარცხეს

1604994181
ცნობილები, რომლებმაც ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხეს

ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე მძიმე დაავადებაა, მისი დამარცხება შესაძლებელია. ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებმაც ის დაამარცხეს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებნ.

დაიჯესტი“ იმ ცნობილ ქართველებზე მოგიყვებათ, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს .

მსახობი გიორგი მახარაძე - მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. გიორგიმ მკურნალობის კურსი თურქეთში გაიარა. რამდენიმე ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

giorgi-makharadze_o_h.jpeg

მომღერალმა ნატო მეტონიძე დაავადება ქიმიოთერაპიის გარეშე დაამარცხა

„ჩემი შემთხვევა ამ ავადმყოფობის მარტივი მიმართულება აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან შედარებით მსუბუქი ფორმა, ამიტომ მის დასამარცხებლად შედარებით მარტივი გზა გავიარე. არ დამჭირდა ქიმიოთერაპია და ეს იმიტომ, რომ ის ადრე აღმოვაჩინე... ყველაზე მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანი და კულტურული საკუთარი თავის მიმართ და ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართაც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. ამისათვის საჭიროა, გადავლახოთ შიში და წელიწადში ერთხელ გამოვყოთ 1 საათი ექიმთან კონსულტაციისთვის“, - დაწერა ნატო მეტონიძემ გამოჯანმრთელების შემდეგ.

nato-metonidze_o_h.jpeg

ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი

„როცა დიაგნოზი გავიგე მქონდა განცდა, რომ ყველაფერი მართლა დამთავრდა“, - ამბობს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელსაც მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

ბაღაშვილმა 6-ჯერ ჩაიტარა ქიმიოთერაპია. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი თერაპიის თანმდევი შედეგების გამო, როგორიცაა, ფიზიკური სისუსტე, თმის ცვენა, სახლიდან გამოსვლას ერიდებოდა. თუმცა ჟურნალისტმა დაავადება საბოლოოდ დაამარცხა.

tamar-baghashvili_o_h.jpeg

მსახიობი მარინა ჯანაშია

მსახიობმა მარინა ჯანაშიამ სიმსივნის დიაგნოზის გაგების შემდეგ ორ წელიწადში 14 ოპერაცია გაიკეთა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

„ყოველთვის ვამბობდი, სამარცხვინოდ ჯანმრთელი ვარ-მეთქი… მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევაც მქონდა, ყოველთვის ვიღაცას დავყვებოდი ექიმთან, მე თვითონ არ მივდიოდი. სრულიად უკულტურო ადამიანი აღმოვჩნდი და ეს ის შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ადამიანი, ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, საკუთარ თავს მიაქციო ყურადღება… ვიყავი სუსტად და არ ვიცოდი, რა მჭირდა. ვიდრე გული არ წამივიდა და ცუდად არ გავხდი, არ ვიკადრე და ეს ყველაფერი არ გავაკეთე. მე მაშინვე არ ვიცოდი დიაგნოზი. უკვე ინტოქსიკაცია იყო დაწყებული. ბევრი ფიქრის საშუალება არ მქონდა, რადგან პერიოდები იყო, რომ ვითიშებოდი. როცა ჩავედი გერმანიაში, ფონდ „ქართუს“ დახმარებით, გამიკეთდა ოპერაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და ეკა ხვედელიძეს… საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა ოპერაცია და უამრავმა ცნობილმა ქვეყანამ უარი თქვა ამ ოპერაციაზე. საკმაოდ უიმედო მდგომარეობა იყო, მე თბილისში მორფზე ვყავდი გადაყვანილი… მხოლოდ გერმანიაში გამიკეთეს ოპერაცია…“

marina-janashia_o_h.jpeg

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქართველი ცნობილები, რომლებსაც ჩაცმულობის გამო სასტიკად დასცინეს

არც ნაცები, არც ქოცები - ქართველი სელებრითები, რომლებიც პოლიტიკაში არ ერევიან