ვერავინ იფიქრებდა, რომ თამამი, მუდამ მომღიმარი და პოზიტიური თიკა ფაცაცია ბავშვობაში გულჩათხრობილი, სევდიანი გოგო იყო.
როგორც თავად ამბობს, პატარა თიკა მისი დღევანდელი იმიჯისგან რადიკალურად განსხვავებული გახლდათ. ბავშვობიდან ბევრ აქტივობაში მონაწილეობდა, რამაც ასე რადიკალურად შეცვალა.
View this post on Instagram
საკუთარ წარმატებას მშობლების დიდ დამსახურებად თვლის. როგორც თავად ამბობს, მამა სულ მუშაობდა. დედა კი გამუდმებით ცდილობდა მასში რაღაც ახალი ნიჭი დაენახა, რათა მერე მის განვითარებაზე ეზრუნა.
View this post on Instagram
თიკა 17 წლის ასაკში დაოჯახდა. მის მეუღლეს ტელეეკრანებთან გამოჩენა არ უყვარს, ამიტომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღემდე არ იცის, ვინ უმაგრებს ზურგს ცნობილ ტელესახეს.
ფაცაციას მეუღლე, ბიზნესმენი დავით ანთელიძე, მასზე გაცილებით უფროსია.
დავითმა თიკა მაშინ შეამჩნია, როცა მოდელი 2 თვით ამერიკას ესტუმრა. თავად ამერიკაში ცხოვრობდა და ახალგაზრდა ქართველებს ბევრ რამეში დაეხმარა:
„საქართველოში რომ ჩამოვედი, მობილურით კომუნიკაცია გავაგრძელეთ. ჯერ უბრალოდ მოვიკითხავდით, ხოლმე ერთმანეთს, შემდეგ ეს უფრო ხანგრძლივ საუბრებში გადაიზარდა და ნელ-ნელა მივხვდით, რომ ჩვენ შორის რაღაც ქიმია იყო. დედაჩემიც მიხვდა, რომ მთელ დღეებს მობილურზე საუბარში ვატარებდი. მერე დავითი ჩამოვიდა და ცოლობა მთხოვა. მაშინ რომ არ დავთანხმებოდი, უფრო მეტად კარიერისკენ ვიქნებოდი მიმართული და შეიძლება, დღესაც არ შემექმნა ოჯახი. ალბათ, ვიცხოვრებდი ამერიკაში და ვიქნებოდი კარიერისტი ქალი, რომელსაც ოჯახისთვის არ სცალია“, - ამბობს თინა და აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე მუდმივად აძლევს.
თიკას და დავითს 3 ვაჟი ჰყავთ.
View this post on Instagram
View this post on Instagram
წყვილის თანაცხოვრება 22 წელს ითვლის.
View this post on Instagram
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
რატომ დაშორდა ეკა ხოფერია პირველ ქმარს და როგორ გრძნობს თავს 13-წლიან ქორწინებაში