ადამიანები, რომლებსაც ეკრანებსა თუ ჟურნალის ყდებზე ვხედავთ, განუსაზღვრელ დროს, ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ საკუთარი გარეგნობისთვის, რათა თაყვანისმცემლებისათვის მიმზიდველად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ.
ქალებს, რომლებზეც ამჯერად ყურადღება გავამახვილეთ, რამდენიმე საერთო თვისება აქვთ: ყოველთვის სასურველები, ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. ერთმანეთისგანაც ბევრი რამით საკმაოდ განსხვავდებიან, თუმცა გარეგნილი სილამაზეც აერთიანებთ.
ქალები, რომლებსაც ამ სტატიში ნახავთ, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებენ იმაში, რომ ქალს შეუძლია, ყველა ასაკში ლამაზი იყოს! ამ ქალებმა დროის გასვლის მიუხედავად, სილამაზის შენარჩუნება და იმიჯის გარდაქმნაც შეძლეს.
დროსთან ერთად, სილამაზის შენარჩუნება და იმიჯის გარდაქმნაც შეძლეს.
ლელა წურწუმია
ქართული შოუ-ბიზნესის „დივა“, ენერგიითა და იუმორით აღსავსე, მუდამ პოზიტიურ ტალღაზეა. „პოპ-დივა“ 51 წლისაა. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში სილამაზის, მაკიაჟის ხრიკებისა თუ დიეტების გასაზიარებლად. აღნიშნავს, რომ მის გარეგნობაში უდიდესი როლი გენეტიკამ ითამაშა. კარიერას 1991 წლიდან დღემდე აქტიურად განაგრძობს.
ეკა კახიანი
56 წლის მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ეკა კახიანი, გამორჩეულია სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით. ჰყავს 3 ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. მისი ფოტოსესიებით დარწმუნდებით, რომ ასაკში ქალი უფრო და უფრო ლამაზი და მშვენიერია.
ეკა ჩხეიძე
მსახიობი, შარმითა და ნიჭიერებით გამორჩეული ვარსკვლავი 55 წლის არის. თანამედროვეობას არასდროს ჩამოუვარდება და მუდამ აქტუალურად გამოიყურება. გარდა ქარიზმისა, დაგატყვევებთ მისი მზერა და ხმა, რომელსაც ყველა სცნობს.
ნინო ნადირაძე
ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე 47 წლის არის. ნადირაძე ფარო საზოგადოება გადაცემა პრაიმ-შოუდან გაიცნო.
ნინოს შვილიშვილი რამდენიმე თვის წინ ეყოლა, თუმცა ამის მიუხედავად ის შესანიშნავ ფორმაშია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ხატია წერეთლის პირველი კომენტარი დღის სკანდალურ ფოტოზე
ნაციონალები აპირებენ მართონ „მშიერი ბუნტი“ და დაიბრუნონ ძალაუფლება! - მოროშკინა
შარა-გზა დიდია - ნინო კუზანოვა ქმრის ღალატზე - ვიდეო
კუზანოვების ქალიშვილი ქმარს დაშორდა?