28 ივლისს, 21 წლის ლაშა ბექაური -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სრულიად ქართული მედიის ყურადღება ახალგაზრდა სპორტსმენზეა მიმართული. სოციალური ქსელები აჭრელდა ოლიმპიური ჩემპიონის ფოტოებით.
როგორც აღმოჩნდა ძიუდოისტი შესანიშნავად კითხულობს ლექსებს და თავადაც წერს.
რამდენიმე თვის წინ გადაცემაში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ლაშა ბექაური სტუმრობდა, სადაც მან ლექსი შეასრულა და ბენდის მომღერალს თათა გიორგობიანს მიუძღვნა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: