თბილისის მერის კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ლევან კალაძეა ცნობილი, რომელიც 21 წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტისაკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს.
აღმოჩნდა, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მამას კარლო კალაძეს, რომელიც სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო, პირველ მეუღლესთან ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი საზოგადოებაში არ ჩნდებიან და მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი ნახევარდა გახლავთ თამუნა კალაძე, რომელიც ძალიან ჰგავს უმცროს ძმას.
კარლო კალაძე პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა ირა ფუთურიძესთან. გოგონები 3 და 5 წლის იყვნენ, როდესაც ოჯახი დაინგრა. მეორე მეუღლე ქორწილში ნახა. კარლო კალაძე მაშინ პირველ მეუღლესთან ორი წლის გაშორებული იყო.
კარლო კალაძის პირველი ოჯახის შესახებ წლების წინ კახა კალაძის დედამ მედეა შენგელიამ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კარლო გოგონებს – თამუნას და ეკას ყველაფერში გვერდში ედგა.
„პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა“, – იხსენებს კახა კალაძის დედა.
თამუნა კალაძეს საზოგადოება უფრო მეტად იცნობს, რადგან მეუღლესთან ერთად „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. უფრო მეტიც, მისი სიძე პაატა აბულაძე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეკა კალაძე პედიატრია, ცხოვრობს თბილისში და, როგორც ახლობლები ახასიათებენ, თავმდაბალი ადამიანია, კეთილი და ძალიან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჰყავს ოჯახი და მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკავოს აქტივობებისგან.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძეს დებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. უმცროს ძმასთან უფრო ახლოს არის თამუნა კალაძე, ეკა კი მშვიდ ცხოვრებას არჩევს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇
🔵 „ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები და ვაქცინაცია ვერ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი
🔵 VIDEO: „ასეთი უბედურება დამემართა და დავიღუპე...“ - ტრაგედია გრიშა ონიანის ოჯახში
წყარო: sputnik-georgia.com