Digest Logo

ვინ არიან ია სუხიტაშვილის ყოფილი ქმრები და რატომ არ მეგობრობს მსახიობი მათთან

1615875300
მსახიობის ქმრები

რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს ია სუხიტაშვილს პირად ცხოვრების შესახებ საუბარი არ უყვარს. თუმცა საზოგადოება, მისი შემოქმედბეის მიღმა არსებული ცხოვრებითაც ინტერესდება. 

იას ოჯახი ორჯერ დაენგრა. ის ახლა მესამე ქორწინებაში იმყოფება. ორი შვილი ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობს. ყოფილებთან მეგობრობა არ შეუძლია და არც ისინი იჩენენ ინიციატივას.

დღეს მოგიყვებით ამბებს, ია სუხიტაშილის ყოფილ და ახლანდელ ურთიერთობებზე. მაშ ასე:

ია სუხიტაშვილის პირველი ქმარი მსახიობი კახა ახვლედიანი იყო. წყვილს საერთო შვილი, ლუკა ჰყავს. კახა და ია დაშორების შემდეგ მეგობრებად ვერ დარჩნენ, თუმცა ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნეს.

„ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მაქვს. ლუკა ხში­რად არის იას დე­დას­თან და დე­ი­დას­თან. იას დე­ი­დას შვი­ლი არ ჰყავს და ლუ­კას ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. ლუ­კა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს. როცა მისი ნახ­ვა მინ­და, ნინო დე­ი­დას ვუ­რე­კავ და მას გა­მოჰ­ყავს ხოლ­მე ჩემ­თან შე­სახ­ვედ­რად. იას­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. არ მომ­წონს, რო­დე­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი მე­გობ­რე­ბად რჩე­ბი­ან და არც მჯე­რა ამ მე­გობ­რო­ბის. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­გან არა­ნა­ი­რი წყე­ნა არ დაგ­ვრჩე­ნია. არც გვი­ჩხუ­ბია. ძა­ლი­ან ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად დავ­შორ­დით, მაგ­რამ ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლი ცოლი ვე­რას­დროს გახ­დე­ბა“, - ამბობდა კახა ერთ-ერთ ინტაერვიუში.

კახას თავი ცუდ მამად მიაჩნდა, ფიქრობდა რომ შვილს საკმარის დროს ვერ უთმობდა. ამის შესახებ საჯაროდ ინტერვიუშიც საობრობდა ხოლმე.

„ვიცი, რომ ცუდი მამა ვარ. ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზი. ცუდი მა­მო­ბის მი­ზე­ზი კი ჩე­მია და ჩემ­შია. სხვა­თა შო­რის, მეც უმა­მოდ გა­ვი­ზარ­დე. თუმ­ცა ლუ­კას ჰყავს მა­მი­ნაც­ვა­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ დას­ჭირ­დე­ბა ლუ­კას კარგ რა­მე­ებს და­ა­რი­გებს“, - ამბობდა კახა ახვლედიანი.

მიშა მესხი ია სუხიტაშვილის მეორე მეუღლე იყო. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. ისინი ერთმანეთს სკანდალებისა და აურზაურის გარეშე დაშორდენენ.

„მე როცა რაღაცას ვამთავრებ, ნიშნავს, რომ ვამთავრებ! მერე ეს ცივილიზებული ურთიერთობები და რაღაცები არ შემიძლია…“ - ამბობდა მიშა მესხთან განქორწინების შემდეგ ია სუხიტაშვილი.

ის მსახიობ მამაკაცებს დეპრესიულ ტიპაჟებს უწოდებდა და ამბობდა, რომ მსახიობ კაცზე აღარასდროს იქორწინებდა.

„დავიფიცე, ხელოვანი, მსახიობი ქმარი არასდროს აღარ მეყოლება.– არ შემიძლია, არაფრით არ შემიძლია. ქალი კიდევ იბადები დედად, შეიძლება ვერასდროს ვერ გახდე, მაგრამ ეს ინსტინქტი დევს შენში. კაცი მსახიობი არის დეპრესიული ელემენტი. ყველაზე მარტივად ვარდებიან დეპრესიაში, ზედმეტად განიცდიან ყველაფერს, არაფრით არ შემიძლია! ორჯერ შევქმენი მსახიობ მამაკაცთან ოჯახი, დიდი მადლობა, აღარ მინდა, გადამილოცია ეს ესტაფეტა სხვებისთვის, ჩემთან დამთავრებულია!“ - ამბობდა ია.

ალექსანდრე შარშიძე ია სუხიტაშვილის მესამე ქმარია. ის პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. წყვილს საერთო შვილი ირაკლი ჰყავს.

მართალია, იას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ საკუთარი შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

4 კაცი, რომლებსაც სოფო ნიჟარაძის საყვარლობას მიაწერენ

3 ქალის სექსუალური შევიწროვება, 4 ვაჟის მამა, 2 ქორწინება და კავშირი თეა წულუკიანთან - შალვა რამიშვილის სკანდალები

რუსი მილიარდერის საყვარელი, ჭორები ჩეჩნეთის პრეზიდენტთან რომანზე და სხვა ამბები თინა კანდელაკის შესახებ