ბევრმა არ იცის, რომ თინა კანდელაკი სუფთა სისხლის ქართველი არაა. მისი წინაპრები სომხები, თურქები და ბერძნები იყვნენ. ის წლებია რუსეთში მოღვაწეობს,. საქართველოში თინას სკანდალებზე უფრო აღწევს ხმები, ვიდრე კარიერაზე
თინა, 1975 წლის 10 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მამა ბერძნული წარმოშობისაა. დედა - ელვირა ალაჰვერდოვა ნახევრად სომეხი, ნახევრად კი თურქია.
კანდელაკმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე - პლასტიკური კოსმეტოლოგიის განხრით დაიწყო. მოგვიანებით იმავე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა.
1995 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ჟურნალისტის პროფესიით მუშაობდა.
კანდელაკი - კომპანია „Апостол“-ის პარტნიორი და ერთ-ერთი მფლობელია. კომპანია რუსული წამყვანი არხების სატელევიზიო პროგრამებს აწარმოებს. ამასთან კანდელაკი მოსკოვში არსებული რესტორნის, ქართული სამზარეულოს „თინათინის“ მფლობელია.
⚪რომანი რუს მილიარდერთან
გავრცელდა ხმები, რომ კანდელაკს რომანი ჰქონდა რუს მილიარდერ სულეიმან ქერიმოვთან. ჭორები დადასტურდა 2006 წლის 25 ნოემბრის ავტოავარიის შემდეგ. მანქანას ქერიმოვი მართავდა, მასთან ერთად კი სწორედ კანდელაკი იმყოფებოდა. ქერიმოვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, კანდელაკმა კი მარცხენა ბარძაყსა და მარცხენა მაჯაზე დამწვრობა მიიღო. მოგვიანებით თინამ დაზიანებულ ადგილებზე ტატუ გაიკეთა.
ქერიმოვთან რომანის პერიოდში, თინა დაქორწინებული იყო მხატვარ, სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელ ანდრეი კონდრახინთან. ქორწინებაში მათ ორი შვილი - ქალიშვილი მელანია და ვაჟი ლეონტი შეეძინათ. 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი 2010 წელს ერთმანეთს გაეყარა.
განქორწინებისას თინა ამბობდა: „დიდხანს მეგონა: უნდა დავიცადო, ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ ახალი არაფერი მოხდებოდა. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. თუ წყვილი ხვდება რომ საერთო მიზანი არ აერთიანებთ, რატომ უნდა იცხოვრონ მოჩვენებითი ბედნიერებით? შვილებისთვის? ისინი ხომ არ უნდა იყვნენ ადამიანების თანაცხოვრების მიზეზი მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს ტკივილი მიაყენონ და დისკომფორტი შეუქმნან“.
ჟურნალ „Караван историй“ - ის ინტერვიუში კი ანდრეი კონდრახინი გამოტყდა: „მინდა სიბერეს მხოლოდ თინასთან ერთად შევხვდე. რატომღაც მგონია, რომ ასეც მოხდება. ის ჩემი პიროვნებაა. ადამიანი, რომელიც ზეცამ გამომიგზავნა. ჩემი ბედია“.
⚪რომანი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელთან
ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას, თინამ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელთად მოიხსენია ირანელი სერდარ აზმუნი, რომელიც „ზენიტის“ ფეხბურთლია.
მოგვიანებით, მან „ტვიტერის“ საშუალებით განმარტა, რომ შეცდა - აზმუნის კი თქვა, მაგრამ სინამდვილეში მაგომედ ოზდოევი იგულისხმა. ოზდოევიც "ზენიტის" ფეხბურთელია. კანდელაკმა უნებლიე შეცდომა აღიარა და იქვე დასძინა, რომ უხარია, თუკი ამით კიდევ ერთხელ მიაპყრო ხალხის ყურადღება რუსეთის ნაკრების შთამბეჭდავ გამარჯვებას (4:0) შოტლანდიასთან.
თან ისიც დასძინა, რომელ შეცდომაზეა ლაპარაკი, ამ ღონისძიების დაწყებამდე ერთმანეთში მიწერა-მოწერა გვქონდაო.
რა თქმა უნდა, ოზდოევს კითხვები დააყარეს კანდელაკთან დაკავშირებით, რაზეც მისი პასუხი იყო ერთი - მას არასოდეს შევხვედრივარო! იქვე ჟურნალისტებს სთხოვა, არ ეძებონ ყალბი აჟიოტაჟი...
საინტერესო იყო ვასილი უტკინის კომენტარი. მოგეხსენებათ, ცნობილი რუსი ტელეკომენტატორისა და კანდელაკის ურთიერთობა დაძაბულია. უტკინი შანსს არ უშვებს ხელიდან, ერთ დროს ქართული ტელევიზიის წამყვანი რომ არ გაჰკენწლოს:
„როცა არცთუ ახალგაზრდა კოლუმბიელი ქალი ახერხებს, რომ მაინც გაგიხაროს თვალი და გული, ზოგიერთებს სჭირდებათ, იყონ „მატჩ TV-ის“ პროდიუსერები და არაფრისმთქმელი ტექსტებით და ასეთი "წამოცდენებით" მიიპყრონ ყურადღება“, - წერდა უტკინი სოციალურ ქსელში.
ასევე დიდიყურადღება გამოიწვია თინა კანდელაკის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულმა ფოტომ. მისი და ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის შესაძლო რომანზე საზოგადოება კიდევ ერთხელ ალაპარაკა. ამ ფაქტს ხელი იმანაც შეუწყო, რომ კანდელაკმა ფოტოს დამაინტრიგებელი აღწერა დაურთო თან:
„აი ჩვენც... არ ვჭამთ და ერთმანეთს სპორტულ მიღწევებს ვუქებთ... კადიროვი არარეალურად გახდა, გაიფურჩქნა და გახდა იმაზე ლამაზი, ვიდრე ადრე იყო. ვაღიარებ მის სპორტულ გამარჯვებას! მპირდება, რომ უახლოესი 10 წელში მსოფლიოში ყველაზე სპორტული, დაკუნთული და საინტერესო მამაკაცი გახდება.“- წერდა თინათინ კანდელაკი და თან ჰეშთაგებს ურთავს #Instagram #Интрига #Рамзан #Тинатин
⚪„გამსახურდიას ბრბო“
კანდელაკი პირადი ცხორების გარდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი ირონიითაც გამოირჩევა. ქართული წარმოშობის რუსი ტელევარსკვლავი თინა კანდელაკი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ ცინიკურად ყვებოდა.
მან გამსახურდიას თაყვანისმცემლები ბრბოდ მოიხსენია და მათ მაგალითზე განმარტა, თუ რას ნიშნავს ეიფორია.
„რაც შეეხება ეიფორიას, მინახავს ის ზვიად გამსახურდიას დროს. მე ვმუშაობდი ტელევიზიაში და ზვიად გამსახურდია ტელევიზიაში მოდიოდა ცხენით. არ ვხუმრობ. პირველად ვნახე ასეთი რამ. პატარა გოგო გამოვდივარ ტელევიზიიდან და ვამბობ – ეს რა არის-მეთქი. ეს იყო გამსახურდია ცხენზე, მის უკან კი ქალების ბრბო… „კვდებოდნენ“, ისტერიკა ჰქონდათ… ფსიქოზი… ასე გადადიოდა ჭკუიდან გერმანელი ხალხიც ჰიტლერის გამო“ – ამბობს კანდელაკი.
გადაცემის ამ ფრაგმენტმა პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები გააღიზიანა და დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა სოციალურ ქსელში.
რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა ტელეეთერში აღწერა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასზე ძალადობა სცადა.
„ჩემი ისტორია კლასიკურია, როდესაც სააკაშვილი ჩემზე ძალადობას შეეცადა. უკვე მოწიფულ ასაკში. მაშინ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა... მე ვუთხარი, ადგილზე დამსვი, შე წყეულო, დარწმუნებული ვარ, არცერთი ქართველი არ დადგამს შენს საფლავზე ფეხს-მეთქი“, — აღნიშნა კანდელაკმა.
ჟურნალისტმა მსმენელებს განუმარტა, რომ დიდ ქართველ მეფეებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კრძალავდნენ ისე, რომ ადამიანებს მათ საფლავებზე ფეხით გავლა შეძლებოდათ. ეს კი, კანდელაკის თქმით, დიდ პატივად მიიჩნეოდა.
„ეს ყველაზე დიდი პატივია, რომ შენს საფლავზე ფეხი დაადგან. მე ვუთხარი, შენი ნეშტიც კი არ იქნება, რომ მასზე ვინმემ ფეხი დადგას-მეთქი. საშინელი სკანდალი გამოვიდა. ბევრი წლის განმავლობაში საქართველოში არ მიშვებდნენ, იმიტომ რომ (სააკაშვილი) ცდილობდა ამ სახით ეძალადა ჩემზე. მაგრამ არ გამოუვიდა. მგონი, თვითონვე შეეშინდა“, — თქვა კანდელაკმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩილაძეზე