Digest Logo

4 კაცი, რომლებსაც სოფო ნიჟარაძის საყვარლობას მიაწერენ

1612893716
სოფო ნიჟარაძის ფოტოების კოლაჟი

მომღერალი სოფო ნიჟარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცეოდა. ადამინები მუდმივად განიხილავდნენ მის პირად ცხოვრებას. თუკი სოფო საჯარო სივრცეში, რომელიმე მამაკაცთან ერთად გამოჩნდებოდა, თბილისში მაშინვე ჭორაობდნე რომ მომღერალს მასთა რომანი ქონდა.

„დაიჯესტი“ შემოგთავზებთ ამბებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სოფო ნიჟარაძის პირად ცხოვრებაზე ქვეყნდებოდა.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სოფო ნიჟარაძესთან დააწყვილეს. მაშინ ყველა მათ შესახებ საუბრობდა.

ჟურნალ „თბილსელებთან“ გიორგი ვარდოსანიძემ მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ის და მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეყვარებულები არიან. ყველაფერი იმ ვიდეომ გამოიწვია, სადაც გიორგი და სოფო ერთად, შეხმატკბილებულად მღერიან.

გიორგი ამბობს, რომ ჭორები მისთვის უცხო არ არის და ცხოვრობს ისე, როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი, თუმცა დღეს შეყვარებული არ არის. „ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც „ბაბნიკობის“ სურვილი მქონია ოდესმე და არც გეობის“ – ამბობს მსახიობი ჟურნალთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ჭორს სოფო ნიჟარაძესთან რომანზე, ასე პასუხობს: „ერთ-ერთ მიუზიკლში მე და სოფო შეყვარებულების როლს ვთამაშობთ. სოფომ ბუფეტში გადაიღო ვიდეო, სადაც სასიყვარულო სიმღერას ორ ხმაში ვშლით და დადო სოციალურ ქსელში. ამაზე ატყდა ამბავი და „მოგვნათლეს“ შეყვარებულებად. არადა, შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ მიუზიკლში, რეალურად კი მეგობრები ვართ და წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. სოფო ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოქროს გოგო, კოლეგა და სიმღერის პედაგოგიც. ამ ჭორზე ორივემ ვიცინეთ. თუ მეგობარ გოგოსთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ეგრევე მაწყვილებენ და რა გავაკეთო?“.

გარეგნობის წყალობით სოფო ბევრჯერ აღმოჩენილა ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ მუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილში“ შეამჩნია, კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა სოფო ნიჟარაძე, მისი პროდიუსერი გახდა და „ნოტრდამ დე პარიში“ესმერალდას როლი შესთავაზა. ამ სპექტაკლით დასმა მთელი რუსეთი მოიარა.

ნიჟარაძის გვარმა მაშინაც გაიჟღერა, როცა ასობით ლამაზსა და ნიჭიერს შორის ფრანგმა რეჟისორებმა მთავარი როლისთვის მიუზიკლში „რომეო და ჯულიეტა“ სწორედ სოფოზე შეაჩერეს არჩევანი. „ძალიან მოგვწონს, მაგრამ ერთი პრობლემაა - ქართველია“, - უთქვამთ ფრანგებს. თუმცა, პროფესიონალიზმი სხვა რა არის, თუ არა ნიჭის დაფასება?! - სოფო ნიჟარაძე როლზე დაამტკიცეს.

ჯულიეტა სიყვარულისა და რომეოს გარეშე წარმოგიდგენიათ? ჰოდა, არც ჯულიეტა-სოფო აღმოჩნდა გამონაკლისი - იმ პერიოდში რუსული პრესა და ინტერნეტსაიტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ის რომეო-ანდრეის (ანდრეი ალექსანდრინი) გაჰყვა ცოლად, მალულად! ვიკიპედიაშიც, სოფო ნიჟარაძის შესახებ განთავსებულ ოფიციალურ მონაცემებში, იმავეს წაიკითხავდით, მაგრამ ბოლო პერიოდში ინფორმაცია გაქრა. რატომ?

„ჩვენი დაქორწინება მხოლოდ კარგად დაგეგმილი და გამიზნული პიარი იყო. მიხარია, თუ ხალხმა დაიჯერა, რომ მე და ანდრეი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, ცოლ-ქმარი ვიყავით“, - ამბობდა სოფო.

ნიკო ბერიძის და სოფო ნიჟარაძის ფარული რომანი?

ყველამ კარგად იცის ნიკო ბერიძე, რომელიც 2011 წლის ჯეოსტარის საუკეთესი მონაწილედ იყო მიჩნეული. როგორც სოფო ნიჟარაძემ თქვა პროექტში ნიკოს უჭერდა მხარს. ნიკო ბერიძე და სოფო ნიჟარაძე მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ დაგმისას დამეგობრდნენ.

ხმაც გავარდა, რომ ნიკომ ამის გამო დატოვა პროექტი. ჟურნალიტის შეკითხვაზე მისი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებ ნიკომ შემდეგი პასუხი გასცა: მე და სოფო მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ.

სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი

ამბობდნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიჟარაძეს აღმერთებდაო. თურმე მის მიმართ არც სოფო ყოფილა გულგრილი. თბილისში იმასაც ჭორაობენ, რომ სოფომ ამერიკაში სააკაშვილისგან შვილი გააჩინა, რომელის, ფოტოებსაც საჯაროდ არასდროს აქვეყნებს და არც ამ რომანზე საუბრობს.

მათი ერთად ყფნის კადრები ინტერეტსივრცეში ერიოდულად ქვეყნდება, თუმცა ოფიციალურად, ამ თემაზე არც ერთს და არც მეორეს არ უსაუბრია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩლაძეზე

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე

12.02.2021 - რატომ არის ეს თარიღი განსაკუთრებული და რა უნდა გააკეთოთ 12 თებერვალს