Digest Logo

ვინ არის დავით ბაგრატიონის რჩეული - ცოტა რამ პრინცესა ირინას შესახებ

1609786958
პრინცესა ირინას

სამეფო კლუბმა ახალი 2021 წლის დადგომა საზოგადოებას ახალი ამბით მიულოცა. როგორც მათი ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ბაგრატიონი შორენა ბეგაშვილს დაშორდა და ანა ბაგრატიონთან დაქორწინებისთვის ემზადებოდა.

ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონს შორენა ბეგაშვილი უყვარდა, მაგრამ როცა სამეფო ტიტულის მისაღებად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინება შესთავაზეს, სურდა შორენა უბრალოდ მის პარტნიორად დარჩენილიყო და ოჯახის პარალელურად მასთანაც ჰქონოდა ურთიერთობა, მაგრამ შორენა ბეგაშვილმა ამაზე უარი თქვა და ე.წ მეფე მიატოვა.

დავით ბაგრატიონმა ახალი ბეგაშვილი იპოვა, ოღონდ ირინა ბეგაშვილი, რომელსაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინების შემდეგ დაშორდა. როგორც იცით ბაგრატიონების ოჯახი დაინგრა, დავითი კი ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა და საგურამოში ერთად ცხოვრობენ.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბლის ინფორმაციით, ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს, უკვე წლებია, მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ და ძალიან ბედნიერები არიან. მათ ცოტა ხნის წინათ ოფიციალურად იქორწინეს და პრინცმა მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუშინ ფეისბუქის საშუალებით პირ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა.

აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️

გვანცა ერთი ნახვით შემიყვარდა და 4 თვეში ცოლად მოვიყვანე - ლევან რატიანის ცხოვრების აქამდე უცნობი ამბები

არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ... - გვანცა დარასელია

„მინდა ვიყო არა პატარკაციშვილის შვილიშვილი, არამედ ლიზა მაღრაძე“ - გაიცანით ლიზა მაღრაძე

გიორგი გასვიანსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - ინტერვიუ წყვილთან