ყველაზე ხანდაზმული „კანონიერი ქურდი“ ვანიკ პოღოსიანი, კრიმინალურ წრეებში ცნობილი როგორც „ვანიკი“ გუშინ, 5 იანვარს, ერევანში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აქვეყნებს.
მათივე ინფრომაციით, გარდაცვალების მიზეზი სიბერე გახდა, თუმცა სხვა წყაროების ცნობით, ე.წ. კანონიერ ქურდს კორონავირუსი ჰქონდა.
მისი ე.წ ქურდული ცხოვრება 23 წლის ასაკიდან დაიწყო. ასაკის მიუხედავად მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა კრიმინალური სამყაროს სომხურ კლანზე.
1953 წლიდან 1988 წლამდე ტერ-პოღოსიანი სულ ცხრაჯერ გაასამართლეს, მათ შორის ქურდობის, წინააღმდეგობის გაწევისა და ბანდიტიზმის გამო.
როგორც ცნობილია, პოღოსიანი დიდი ხნის განმავლობაში ასტრახანში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი ერევანში გადავიდა.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი?
პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა