Digest Logo

ვინ იყო ირინა ონაშვილის პირველი ქმარი და დაშორდა თუ არა ცნობილ პოლიტიკოსს

1610097352
ირინა ონაშვილის ქმრები

ჯერ კი­დევ 2003 წელს ირი­ნა ონაშ­ვილ­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თხო­ვი­ლი იყო. მა­შინ მო­დე­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლოს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, მისი რჩე­უ­ლი კი ფეხ­ბურ­თე­ლი ბესო ქარ­და­ვა იყო. ამ­ბობ­დნენ, რომ შეყ­ვა­რე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ირი­ნა მო­ი­ტა­ცა, მაგ­რამ მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ვერ აე­წყო.

მალე ირი­ნა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წვე­უ­ლე­ბებ­ზე წყვი­ლი ერ­თად ჩნდე­ბო­და, ფაქ­ტია, რომ მათ შო­რის შავ კა­ტას უკვე გა­ერ­ბი­ნა. ირი­ნა და ბესო მალე და­შორ­დნენ. შემ­დეგ ბევ­რს წერ­დნენ ირი­ნას რო­მა­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ მა­მა­კაც­თან, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი მო­დე­ლი მხო­ლოდ ორი წლის წინ და­ო­ჯახ­და - მა­შინ­დელ გუ­ბერ­ნა­ტორ ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს გაჰ­ყვა ცო­ლად. ლა­დოს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავ­და, ირი­ნას და ბე­სოს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ვარ­ძე­ლაშ­ვილს ირი­ნას გუ­ლის მო­სა­გე­ბად არა­ფე­რი და­უ­შუ­რე­ბია. დღეს წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობს და 2 ვაჟს ზრდის.

ჭორები მათი დაშორების შესახებ არაერთხელ გავრცელებულა. ამის მიზეზი, ალბათ, სოციალურ ქსელში ლადოს პასიურობაა. როგორც ჩანს, პოლიტიკოსს კამერებთან პოზიორობა არ უყვარს.

რამდენიმე თვის წინ ირინამ მეუღლეს დაბადების დღე წლების წინ გადაღებული ფოტოთი მიულოცა.


მათ ურთიერთობაზეც მხოლოდ ირინას ნაამბობიდან ვიცით:

– რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში წლების შემდეგ?
– ბევრი რამ. დასაწყისში რასაც აქცევ ყურადღებას, ამახვილებ, მერე ასე აღარ არის. ყოფით ცხოვრებაში ურთიერთობა სულ სხვანაირია. ამ ურთიერთობას მუდმივად სჭირდება გაფრთხილება, სული უნდა უბერო, რადგან მარადიული არ არის. ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ არ მოაბეზრონ ერთმანეთს თავი და თუნდაც, ყოფითი რაღაცებისგან პრობლემა არ უნდა შექმნა.
– კრიზისებიც იყო ურთიერთობაში?


– უფრო დასაწყისშია კრიზისი, როცა ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებთ. ამიტომაც ამბობენ, რომ ჯობია ადამიანები ქორწილამდე, ჯვრისწერამდე, რაღაც ეტაპი ერთად იყვნენ, პრობლემები ერთად გაიარონ, რომ თანაცხოვრების შემდეგ აღარ დაინგრეს ოჯახი. ეს ეტაპი არის დასაწყისში – ორი სხვადასხვა ტიპის, სხვაგან გაზრდილი ადამიანი იწყებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. როცა ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, წესით, ყველაფერი ლაგდება. დასაწყისში იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ მაშინ ერთმანეთს უფრო ვერ ვხედავდით და ჩვენი პრობლემების მიზეზიც ეს იყო.
– ახლა?
– ახლა ძალიან დიდი დოზით არის.


– ლადო წლების წინ საკმაოდ აქტიური იყო. ეს მისთვის არ იქნებოდა ადვილი და შენ, როგორც მეუღლე, როგორ დაუდექი მას გვერდში?
– ჩვენ რაღაც ისეთი ცხოვრების რეჟიმი გვაქვს, რომ მივყვებით ამ რიტმს. მე, მით უმეტეს, ამაზე საფიქრელად დროც არ მქონდა, რადგან ცოტა უფრო მეტი მოვალეობები შემეხო. ვერ გეტყვი, რომ რთული იყო, რადგან არ ვარ ისეთი ტიპი – მე ქალი ვარ, სუსტი სქესი... ძლიერი ადამიანი ვარ და თუ საჭიროა, ქმარს ძმაკაცივით დავუდგები გვვერდში და დავდგომივარ კიდეც. როლებისა და მოვალეობების გადანაწილების დროსაც არ მიფიქრია: მე ქალი ვარ და ვერ ვიზამ-მეთქი. ხანდახან იმხელა რაღაცები ამომითრევია სახლში. სხვები შეიძლება, ფიქრობენ, როგორი საწყალი ვარ, მაგრამ მე საკუთარ თავს არ მივიჩნევ საწყლად. ვერ დაველოდები, თუნდაც, ლადოს ან ვინმეს, რომ რამე გამიკეთოს, მაშინ, როცა ამის კეთება მეც შემიძლია. ლადო ოჯახის მოყვარული ადამიანია, უყვარს ოჯახური იდილია, მომზადება, ბევრი ხალხი რომ ტრიალებს. ჩემგან განსხვავებით, ბევრად გემრიელ რაღაცებს აკეთებს. ერთი პერიოდი შედარებით დათრგუნული იყო, მაგრამ ახლა დაიწყო რაღაცების კეთება. ჩვენც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. მეც და ლადოც უკომფლიქტო ადამიანები ვართ. თუ არ ჩავთვლით სამსახურს, როცა დიდ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი და უთქვამთ, რომ იჩხუბა, გაჭედა, მაგრამ ესეც ზომიერების ფარგლებში.


– ისე პოლიტიკოსი მეუღლე უფრო კარგი იყო თუ არაპოლიტიკოსი?
– რთულია ძალიან, თუმცა მისი სფერო შედარებით ნაკლებად მძიმე იყო, თუმცა საპასუხისმგებლო. ალბათ, არ ვისურვებდი, ისევ პოლიტიკოსი რომ იყოს.


– როგორია ორი ბიჭის დედობა?
– საბას სურვილი იყო, ძმა ჰყოლოდა და ძალიან გახარებულია. ეჭვიანობის შეგრძნება არასდროს ჰქონია. დათუნას ცოტა ქოთქოთით რომ ვეტყვი ხოლმე: ახლა დაიძინე, საბა იცავს: როგორ ეუბნები დათუნას – კონტროლიორი მყავს. ორი შვილი უკვე ძალიან რთულია. თან, ბავშვები რაც იზრდებიან, უფრო მეტი რამ სჭირდებათ. მათ გამო ხშირად ბევრ რამეზე ვამბობ ხოლმე უარს – წასვლაზე, მოსვლაზე. საღამოს სულ ვფიქრობ: როგორ მომენატრნენ, ახლა მივალ, ჩავეხუტები. თუ არაფერი აწუხებთ, არც არაფერი გძაბავს. როცა სიცხე აქვთ, განადგურებული ვარ. საბამ იმდენი რამ მასწავლა, რომ ვამბობ ხოლმე: უდიპლომი პედიატრი ვარ-მეთქი. ყველა კბილი თითო გათენებული ღამეა. როცა ბავშვებს რამე სჭირდებათ, არასდროს არავის ველოდები, არც ლადოს. ყველაზე უკეთესად მე ვიცი ჩემს შვილებს რა როდის სჭირდებათ. ბავშვებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ლადო არასდროს აპროტესტებს ამას. ზოგჯერ მინდა, რჩევის სახით ჩაერთოს ხოლმე, მაგრამ ძალიან განსხვავებული აზრები გვაქვს. მე მომწონს, რომ მენდობა, ისეთ ხარისხში ვყავარ აყვანილი, რომ არასდროს შეეპარება ეჭვი, ბავშვები რომელ ექიმთან მიმყავს, რომელ სკოლაში შემყავს...