Digest Logo

ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი სელებრითების შემოსავლები

1612641449
 ქართველი სელებრითები

უკვე თვეებია კონცერტზე არავინ ვყოფილვართ, კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

კონცერტები კი ხელოვანი ხალხისთვის შემოსავლის წყარო იყო, ისინი ძი­რი­თა­დად, შე­მო­სა­ვალს კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ზე და და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე გა­მოს­ვლი­სას იღე­ბედნენ ხოლ­მე. ზოგ­ჯერ მათ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი იწ­ვე­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, სა­დაც ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.

ამ სტატიაში სწორედ ქართველი სელებრითების შემოსავლებზე მოგიყვებით, გავიგოთ როგორ შოულობენ ფულს და რა ქონება აქვთ მათ.

ლელა წურწუმია

ლელა წურ­წუ­მია, მომღერალი, რომლის გარეშეც ბათუმის კლუბები წამორუდგენელია. სა­კუ­თა­რი საქ­მე წურ­წმი­ამ ოჯა­ხურ ბიზ­ნე­სად აქ­ცია. დიდი ხა­ნია კლი­პი არ გა­და­უ­ღია და ე.წ. შავ სი­ა­შიც მოხ­ვდა, მაგ­რამ კონ­ცერ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის. მას ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ძა­ლი­ან უყ­ვართ ემიგ­რან­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის­რა­ელ­ში, ამე­რი­კა­ში და რუ­სეთ­ში, თუმცა პანდემიის პერიოდში ლელას საზღვარგარეთ წასვლა უჭირს.

მან ასევე „მხოლოდ ლელასთან“ ახალი გადაცემა დაიწყო „მთავარი არხის“ ეთერში.

ანრი ჯოხაძე

სკან­და­ლუ­რი ანრი ჯო­ხა­ძე მსმე­ნელს სულ ანე­ბივ­რებს ახა­ლი კლი­პე­ბით, რო­მელ­საც თა­ვად იღებს. მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი სკან­და­ლე­ბით და კონ­კურ­სებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბით გა­ით­ქვა, ბოლო წლებ­ში სკან­და­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი რგო­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს. მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი „მი­ე­ცი", რომ­ლის ნახ­ვაც ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში 18 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თა­მა­მი კად­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი­ვით პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ გახ­და. მომ­ღე­რალს არ აქვს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და მისი ოჯა­ხის მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო სიმ­ღე­რაა. ანრი ჯო­ხა­ძეს ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე რე­გი­ო­ნებ­ში, არც ერთი სა­ა­ხალ­წლო თუ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კონ­ცერ­ტი ანრი ჯო­ხა­ძის გა­რე­შე არ ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თავს აქე­დან მი­ღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რით ირ­ჩენს, ასევე მან ბოლო რამდენიმე წელია ტელწამყვანის ამპუა მოირგო და გადაცემა „პრაიმ-შოუს“ გუნდს შეურთდა.

ნინო ჩხე­ი­ძე

ამ­ბო­ბენ, რომ მან კა­რი­ე­რა ბიზ­ნეს­მე­ნი მე­უღ­ლის წყა­ლო­ბით და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­თან ახ­ლობ­ლო­ბით მო­ი­წყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნინო ჩხე­ი­ძე ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. ყვე­ლა კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნინო არ იღებს.

ნი­ნოს ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი. მას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სიც აქვს - მა­ღა­ზია „პიერ კარ­დე­ნის" და რა­დიო „დარ­დი­მან­დის" მფლო­ბე­ლია.

ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

2019 წლის 10 აგვიტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბ ხაჩიძის სახელზე ფიქსირდება 80 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს „საქართველოს ბანკის“ კრედიტით 70 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, ის ფლობს ტოიოტა "პრადოს".

დეკლარაციის შევსების მომენტში ხაჩიძეს საბანკო ანგარიშებზე 56 000 დოლარი და 160 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ზურაბ ხაჩიძის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს მან როგორც ჯგუფი „ქუჩის ბიჭების" სოლისტმა და დამფუძნებელმა მხოლოდ ერთხელ, 8-9 აგვისტოს მიიღო 50 000 ლარი.

როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, მომღერალი მეუღლესთან, შვილთან და გერთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია თბილისში 95 კვ.მ და 100 კვ.მ ფართობის ბინებს ფლობს. ხოლო მისი გერი ნინო ქარსელაძე თბილისში 120 კვ.მ და 100 კვ.მ ფართობის ბინების ფლობელია. გარდა ამისა, ქარსელაძის მფლობელობაშია ბ.მ.ვ-ის მარკის ავტომობილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის ქორწილში

თამარ გვერდწითელის ოთხი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი