Digest Logo

ვის წაართვა ცოლი კიკაბიძემ ? ბუბას 5 ფოტო-ამბავი

1620504900
ბუბას ამბები

ბოლო დღეებია მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია, რადგან ახლა მისი წარდგენისას კიდევ ერთი სტატუსი უნდა გამოვიყენოთ. 

ბუბა პოლიტიკაში წავიდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერია. სანამ ამის შესახებ საკუთარ შეფასებას გამოთქვამთ და გადაწყვეტთ მისცეთ თუ არა ხმა მას, ვიფიქრეთ, ბუბას ამბები გაგვეხსენებინა:

  1. „გურამ საღარაძე ჩემი მეგობარი არ იყო, თორემ მის ცოლს როგორ შევიყვარებდი“, - თქვა ბუბამ მას შემდეგ, რაც საღარაძის ცოლთან რომანი გააბა. ქმართან დაშორების შემდეგ კი ცოლად თავად შეირთო.

  1. დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ის კანონიერ ქურდებთან ერთად, „ქურდულად“ პოზირებს.

3. სავარაუდოდ, კიკაბიძეს გეგა კობახიძის დახვრეტაში ბრალი მიუძღვის.

4. სოფო ნიჟარაძე და ბუბა კიკაბიძე აზერბაიჯანში, ბაქოში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის სტუმრები იყვნენ. ისინი აუდიტორიის წინაშე საქართველოს სახელით გამოვიდნენ და დიდი სიმპათიაც დაიმსახურეს.

5. რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, სადაც ავტორი იხსენებს, თუ როგორ „დარბოდა დიდუბის მეტროსთან ავტომატით და არბევდა გამსახურდიას მომხრეებს" :

„ჩემი აზრით, ხშირად უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე. ეგ ის კაცია, რომელიც ნიღაბჩამოფარებული დარბოდა დიდუბის მეტროსთან ავტომატით და არბევდა გამსახურდიას მომხრეებს. ეს ერთი, ახლა მეორე – როდესაც კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა რუსთაველის პროსპექტი დაანგრიეს და ზვიად გამსახურდია გააძევეს, მოსკოვიდან ჩამობრძანდა „თეთრი მელა“. სწორედ მაშინ შეიქმნა რუსთაველის პროსპექტის აღდგენის ფონდი და ამ ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ბუბა კიკაბიძე. ტელევიზია ყოველდღე უჩვენებდა, რამდენი რიგები იდგა ამ ფონდში ფულის შეტანაზე, ქალები როგორ იხსნიდნენ ხელებიდან ძვირფასეულობას და ტოვებდნენ. თავიდან დიდი რიგები იყო, მე ერთი თვის შემდეგ მივედი კინოს სახლში, სადაც მეორე სართულზე ექვსი ადამიანი იჯდა და იღებდა შემოწირულობებს. 15 წუთი მაინც მომიწია რიგში დგომამ, ჩავაბარე 2 ათასი მანეთი ერთ-ერთ მოლარეს. პროცედურა სწრაფად ხდებოდა – გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი და თანხის რაოდენობა. მე დღესაც მაქვს ბუბა კიკაბიძის მიერ ხელმოწერილი ბარათი. ყველა მოლარეს გვერდით ტომარა ედგა და შემოსულ ფულს შიგ ყრიდნენ. დამთავრდა შემოწირულობები, ასობით მილიონი მანეთი და ძვირფასეულობა ფონდის საწყობში მოათავსეს. ბუბა კიკაბიძემ დაიქირავა თვითმფრინავი, ჩატვირთა ეს ყველაფერი და გადაფრინდა მოსკოვში, სადაც პრესტიჟულ ადგილებში შეიძინა რესტორნები. მას ერთი აგურიც არ უყიდია რუსთაველის პროსპექტის აღსადგენად. აი, ასეთი მძარცველი არაკაცი თურმე ყოველთვე ივანიშვილისგან 5 ათას ლარს იღებდა. ეს შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენოთ ხოლმე ამ არაკაცის შესახებ, ხალხის შიშით ის ვერ უნდა გამოდიოდეს ქუჩაშიც კი”, - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.

(მასალა მომზადებულია 2021 წლის 9 მაისს)