Digest Logo

„ვხედავ ბებიაჩემი სახეს იხოკავს ფეისბუკ კედელზე შემდეგნაირად" - ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

1628874282
თავშესაფარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება სახალისო ისტორია, რომელსაც სიცილის გარეშე ვერ წაიკითხავთ. გთავაზობთ მოხუცი ბებიის ამბავს, თუ როგორ იყენებდა „სმაილებს" სოციალურ ქსელში.

„მე თუ მკითხავთ, სადაც არ გეზარებათ და ბებია-ბაბუებს უკეთებთ ფეისბუკს, თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა სულ ცოტა სმაილების დანიშნულებაც ასწავლოთ. მაგალითად, იგივე სოციალური პასუხისმგებლობა რომ გამოეჩინა ჩემს ბიძაშვილს და ბებიამისისთვის აეხსნა განსხვავება ამ ორ სმაილს „ 😂-😭" შორის, თავიდან დიდ უხერხულობას ავიცილებდით მთელი საგვარეულო.

გარდაგვეცვალა ნათესავი და ვხედავ ბებიაჩემი სახეს იხოკავს გარდაცვლილის მეუღლის ფეისბუკ კედელზე შემდეგნაირად:„ირმა😂ძალიან განვიცადე😂 უნდა გამაგრდე სხვა რა გითხრა😂😂😂😂😂😂"


პლუს, აზიარებს გარდაცვლილის ფოტოს შემდეგი წარწერით: „ავთო😂😂😂😂😂😂😂😂"

ასევე დაგაინტერესებთ👇

„თქვენთვის ბიჭს „ვენოკი" თუ არ უჩუქებია იმედგაცრუებაზე არ მესაუბროთ" - ნახეთ, ახალგაზრდა გოგოს სასაცილო ისტორია

სასაცილო ამბავი 90-იანების ბოლოდან, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მორიგ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს