Digest Logo

ვუთანაგრძნობ მის ცოლს - წერეთელი შეყვარებულთან დაშორების მიზეზს ასაჯაროებს

1603995833
ხატია წერეთელი_ვახტანგიშვილი

არჩევნების ციებ-ცხელება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შეიძლება, არც დაწყებულა, „ქართველს ერს კი ახალი საზრუნავი გაუჩნდა“.

ერთი საათის წინ მომღერლის, ხატია წერეთლის ყოფილმა შეყვარებულმა იმედა ვახტანგიშვილმა სოციალურ ქსელ ფეიბუქზე ქორწინების მოწმობის ფოტო დადო. იმედა მილოცვებს იღებს. მისალოცი წერილი ხატიამაც გაამზადა, თუმცა მისასამძიმრებელი გამოუვიდა. მისი პოსტიდან შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მომღერალს შეყვარებული ღალატობდა და „ალფონსი იმედა ერთდროულად ორ ფრონზე თამშობდა“:


„ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, რატომ დავშორდით მე და იმედა.
სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ მას ჩემი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი მსახიობია და სიყვარულის თამაშიც გამოსდის. არც ორ და სამ ფრონტზე თამაშზე ამბობს უარს. ალფონსია ჩვეულებრივი.
როცა ამ ყველაფერზე თვალი ამეხილა, მივატოვე. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ის არაა ჩემთან, ვუთანაგრძნობ მის ცოლს რადგან, ისიც ფულიანია, ისიც შვილიანი და ისიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ერთ ორ წელში, ასე იყო ჩემამდეც, ჰყავდა ქალი ისიც ფულიანი შვილიანი, იგივე ტექსტებით, იგივე სცენებით“, - წერს ხატია.