ნეკა დოროყაშვილი ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა საცურაო კოსტიუმი აქვს მორგებული და წერს, რომ ზაფხულის პირველი დღეები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მასში.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არცერთს უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.