Digest Logo

„ზურა, შენი სიმღერა მზად არის“ - „ქართული ხმების“ სოლისტს სიმღერა მიუძღვნეს

1625319988
დავით არჩვაძე და ზურა ბაკურაძე

მომღერალმა დათო არჩვაძემ და კომპოზიტორმა  ნანა ცინცაძემ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების შემდეგ, მას ერთობლივი სიმღერა დაუწერეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა დავით არჩვაძემ გამოაქვეყნა და სტუდიაში სიმღერის ჩაწერის ამსახველი ფოტოები დაურთო თან.

„ზურა, შენი სიმღერა მზად არის.

შენს საყვარელ სტუდიაში მარიამ ქაცარავასთან, ნანა ცინცაძის ლექსზე, ჩემი და შენი საყვარელი და საამაყო ძმის და მუსიკოსის, ზვიად ბოლქვაძის საოცარი აკომპანემენტით…

რეპეტიციაზე ბიჭების დასაბარებლად ინსტინქტურად, პირველ რიგში, შენი ნომერი ავკრიფე და მერე გამოვერკვიე, თუ რას ვაკეთებდი… და სამწუხაროდ, უშენოდ ვერავინ მოვიდა და გაბედა სიმღერა „ყელში ბურთით“… ვერ შევძელით ამ ეტაპზე და ეს ლოგიკურიც არის“. -წერს დავით არჩვაძე.

ცნობისთვის, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე 23 ივნისს გარდაიცვალა, ის მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მას უჭირს პატიება“... - როგორ მიიღო გოგი წულაია ცოლმა?

„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია

5 ივლისს, 17 სთ-ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან - საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს