„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე 26 ივნისს დაკრძალეს, დღეს კი ზურას შვილიშვილი შეეძინა, ის ბაბუა გახდებოდა.
„გილოცავ ძმის შვილიშვილის შეძენას. დღეს შენც ბაბუა გახდი, როგორ ელოდი ამ დღეს“, – წერს მომღერლის ფეისბუკგვერდზე ნუცა მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.
„ქართული ხმების“ სოლისტი 26 ივნისს, მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე