გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ კითხვებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და მომღერალი ზურა ხაჩიძე პასუხობდა.
კითხვაზე, უნატრია თუ არა მას მეუღლის მძიმე დიაგნოზის გაგების შემდეგ, ხათუნა ჟორდანიას ადგილას ყოფნა, - ზურა ხაჩიძემ უპასუხა, რომ არაერთხელ.
ხაჩიძის დადებითი პასუხი „სიცრუის დეტექტორმაც“ დაადასტურა.
მეუღლის პასუხმა სტუდიაში მყოფი ხათუნა ჟორდანია აატირა.
ინფორმაციისთვის, ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.