Digest Logo

ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარხართ - ბლიც-ინტერვიუ გურამ არუთინაშვილთან

1601463863
გურამ არუთინაშვილი ჟურნალისტი

„დაიჯესტის“ ბლიც-ინეტრვიუს სტუმარია ბოლო დროის ყველაზე ცნობილი და ეპატაჟური პიროვნება, „Lider TV-ის“ ჟურნალისტი გურამ არუთინაშვილი.

გურამი ფართო საზოგადოებამ კოვიდპანდემიის პერიოდში ვიდეო-სიუჟეტის საშუალებით გაიცნო. პანდემიის დროს ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. „დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის“, ამ ლოზუნგს ჟურნალისტებიც გამოეხმაურნენ და სწორედ ეს დევიზი გახდა გურამის გაპოპულარულების მიზეზი. ის მოსახლეობას ვირუსის პრევენციის მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. ამ ვიდეოს შემდეგ მისი სიუჟეტები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

რომელი სიტყვა გიყვარს?

თავისუფლება

რომელი გაღიზიანებს?

„შესაძლებელია“, რადგან თუ გაქვს მიზანი, შუძლებელი არაფერია.

აკვიატებული ფრაზა

რატომაც არა ყველაფერი ხდება...

რა არის შენი ინსპირაცია?

რწმენა და თავისუფლებაა...

რა გითიშავს ინსპირაციას?

გათიშული ინსპირაცია არასდროს მაქვს...

ჟურნალისტიკა ანუ...

თავისუფლება. აკეთე ის რაც გიყვარს და გახარებს.

ჩემზე ამბობენ...

ჩემზე ამბობენ, რომ კარგი იუმორი მაქვს...

რისი ხმა გიყვარს?

ჩიტების ჭიკჭიკის...

რისი ხმა გაღიზიანებს?

ავტომობილებით გამოწვეული ხმაური...

რომ არა ჟურნალსიტი, ვინ იქნებოდი?

მხატვარი, რომელიც გამთლიანებულ საქართველოს დახატავდა.

რა არის სიყვარული?

სიყვარული ერთი ბეწვის ხიდია, გრძნობა, სითბო და ერთგულება.

რომ არა „ლიდერ ტვ“ სად იქნებოდი?

„ლიდერ ტვ“ ჩემთვის ყველაფერია, ამიტომ არსად ამ არხის გარდა...

რა არის ღმერთი?

ღმერთი სიყვარულია...

როგორია შენი ღმერთი?

ჩემი ღმერთი სიყვარულია...

რა არის სიკვდილი?

სიკვდილი ადამიანის სასუფეველში გადანაცვლებაა...

რისი გეშინია?

განშორების...

გურამ არუთინაშვილი ანუ....

ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარხართ...

რომ აღარ იქნები, რა გინდა შენზე რომ თქვან?

ამაზე საუბარი რთულია...