Digest Logo

🎥 მთავარსარდალზე თავდასხმა, ტრამპის დაღუპვა, ჩინეთი-ამერიკის დაპირისპირება და ბალისტიკური რაკეტის გამოყენება - გოგა მანიას მძიმე წინასწარმეტყველება

1750606768
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად მან სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და მსოფლიოში მოსალოდნელ მოვლენებზე ისაუბრა:

„მამა - მლოცველი, ყველას მამა და მშობელი 2026 წელს გარდაიცვლება. 

რუსეთში მთავარსარდალზე იქნება თავდასხმა და გარდაიცვლება. 

მეორე მთავარსარდლის გარდაცვალებასაც გავიგებთ და რუსეთში შიდა არეულობის მომსწრენი გავხდებით.

დონალდ ტრამპი შეიცვლება, სათავეში მოვა სულ სხვა. ეს ხდება იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მასზე მოხდება თავდასხმა და მას დავკარგავთ. 

ყველაზე ახალგაზრდა პოპვარსკვლავი გარდაიცვლება და ეს მოხდება ზედმეტი აკრძალული ნივთიერების საფუძველით.

ვულკანის ამოფრქვევა, ინფლაცია, ბალისტიკური რაკეტის გამოყენება - მოხდება 15 აგვისტომდე.

გარდაუვალია შეტევა ამერიკა-ჩინეთის, შემდეგ კი ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდება, დიდი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს.

სათავეში დონალდ ტრამპი, პუტინი არ არიან, ისინი მხოლოდ ჩანთის დამკავებლები არიან. ყველაფერი არის გათვლილი და თამაში, - ამბობს გოგა მანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, დაარტყამს ირანს, მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება - მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!“ - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია

„დედის ასლია ეს გოგო, ძალიან ჰგავს“ - შორენა ბეგაშვილი ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს

„დახვეწილი, სადა და ლამაზი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა