Digest Logo

ჩემზე ამბობენ, რომ ზღაპრულ პრინცესას ვგავარ - ბლიც-ინტერვიუ

1604607079
მარიამ შუკაკიძე

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი მოდელი, მარიამ შუკაკიძე.

ჩემზე ამბობენ, რომ - ზღაპრულ პრინცესას ვგავარ.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ - სარკე, ყოველთვის ყველგან დამაქვს.

როდესმე მეორადში გიყდიათ თუ არა სამოსი? არასოდეს.

ყველაზე ძვირადღირებული სამოსი? - ძალიან ბევრი მაქვს ასეთი. ძირითადად კაბები.

ყველაზე ძვირადღირებული აქსესუარი? - რა თქმა უნდა ბეჭედი რომელიც ჩემმა მეუღლემ მაჩუქა.

ყველაზე დიდი იმედი არის - ჩემი შვილები.

რომ არა ის ვინც ხართ დღეს ვინ იქნებოდით? - ზოგჯერ მიოცნებია, ვიყო უბრალოდ მარიამი და არავინ მიცნობდეს.

საუკეთესო საჩუქარი რა მიგიღიათ? - საუკეთესოა ყველა ის საჩუქარი, რომელსაც მჩუქნის ჩემთვის ძვირფასი ადამიანები.

ხშირად ეჭვიანობთ? - ეჭვიანი საერთოდ არ ვარ.

მშურს - იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან ბევრ შოკოლადებს ჭამენ და არ სუქდებიან.

ვოცნებობ, რომ - შევძლო უამრავი ადამიანის ფინანსურად დავეხმარო.

ყველაზე მეტად სად და როდის ისვნებთ? - ჩემი სახლი არის ადგილი სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს. ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მეუღლე/შვილები

სიყვარული რა არის - როცა ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას.
სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია.

მეშინია - მხოლოდ ღმერთის.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

შოკოლადი თუ სამშობლო? ბლიც-ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან

ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... ბლიც-ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

უფროსებს არ უნდა დავუჯეროთ, რომ... - ბლიც-ინტერვიუ თი მაჭავარიანთან