„ორშაბათს და სამშაბათს ვიყოთ მეტად ყურადღებით და ფრთხილად - არის დაძაბულობის ტენდეცია.
ოთხშაბათიდან, 8 აპრილიდან, იწყება კარგი პერიოდი, რომელიც გასტანს 26 აპრილამდე, აქ უნდა მოასწროთ მნიშვნელოვანი საქმეები“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და მიმდინარე კვირის შესახებ რჩევებს გვიზიარებს.
გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და შაბათი.
ასტროლოგი გვირჩევს, ამ დღეებში ვაკონტროლოთ წნევა.
„ძალაუფლების მქონე პირებს, ექნებათ კოსმოსური გამოცდა, თქვენი ეგოიზმი და სხვისთვის ჭკუის სწავლება დამთავრდება ძალიან ცუდი კონფლიქტით, ამიტომ იყავით ყურადღებით.
9 აპრილს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, მარსი საქმიანობის, ენერგიის და აგრესიის მმართველი პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 19 მაისამდე.
26 აპრილის პლანეტა ურანი, რომელიც არის მოულოდნელობების, ელექტრობის მმართველი პლანეტა დატოვებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს და 7 წლით გადავა, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, მოიმატებს აგრესია.
მოდის დიდი ენერგია, ამიტომ ეცადეთ სწორად გამოიყენოთ.
სამშაბათს - თხის რქები, მშვილდოსნები და ტყუპები ყურადღებით იყავით, არის ტრავმული ტენდენციები და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
პარასკევი დღე კი საუკეთესო დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება
ვერძი - ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. ენერგია გემატებათ ყოველ დღე, მოდიხართ ჯანზე თქვენი თვეა, მთავარია ეს პერიოდი არ გადაიყვანოთ აგრესიაში და სწორად დახარჯოთ ენერგია და იდეები, რომელიც მოგდით გამოიყენოთ სწორად. ყველაფერი გამოგდით, იღბალი თქვენ მხარეს არის 8 რიცხვიდან აპრილის ბოლომდე, გახსოვდეთ თქვენი დროა.
კურო - 8 რიცხვიდან გამოცოცხლდებიან, ხდებით უფრო ენერგიული. დაიცავით სიმშვიდე გეწყებათ კარგი პერიოდი, რომელიც 20 აპრილიდან უფრო გაიფურჩქნება, დაიცავით საიდუმლო და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.
ტყუპები - ენერგოტონუსი მაღალია, თქვენთან ახლა ყველაფერია მოსალოდნელი. ახლა გაინტერესებთ სიახლეები და ხართ ახლის ძიებაში. გქონდეთ ინტერნეტთან კონტაქტი, შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ 8 რიცხვიდან იგრძნობთ რომ მატულობს ენერგოტონუსი. შეიძლება გაიცნოთ გავლენიანი პირი, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც ფინანსურად, ასევე კარიერულად.
ლომი - ახლა საუკეთესო დროა საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის. მგზავრობა მოგზაურობისთვის, ლაშქრობებისთვის და მოძრაობისთვის საუკეთესო დროა.
ქალწული - 8 რიცხვიდან გემატებათ ენერგოტონუსი და არის შანსები მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთოთ, ასევე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები.
სასწორი - ჯანს არ უჩივით, მაღალია ენერგოტონუსი, თუმცა ყურადღებით იყავით პარტნიორულ ურთიერთობებში, ეცადეთ შეინარჩუნოთ ჰარმონია.
მორიელი - 8 რიცხვიდან გემატებათ ენერგია, გიჩნდებათ ტენდენციები შეცვალოთ ავეჯი. მთავარი პრობლემა არის, რომ უნდათ კონტროლი ოჯახის წევრების, თუმცა ამ კონტროლმა შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტები.
მშვილდოსანი - კარგი პერიოდი გაქვთ. სიყვარულის დროა, ასევე 8 რიცხვიდან არის კარგი პერიოდი ქორწინებისთვის.
თხის რქა - შრომისუნარიანობა გემატებათ, შემოდის ფინანსები. შესაძლოა, შეიძინოთ უძრავი ქონება, ბევრი სასიკეთო ცვლილებების დროა, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი.
მერწყული - აქტიური, ენერგიული და ინიციატივით არის სავსე, არ გაქვთ გაჩერების უფლება. მგზავრობა მოგზაურობა იქნება წარმატებული.
თევზები - 8 რიცხვიდან იწყება საინტერესო პერიოდი, მატულობს შრომისუნარიანობა და შეიძლება ადრეული საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური შემოსავლები. თუმცა გახსოვდეთ ფულის მოსვლასთან ერთად, მოდიან ადამიანები, რომლებიც გულს გიჩუყებენ და არ არის სასურველი გასცეთ ფული. მოერიდეთ ამ კვირაში ფულის გაცემას და ინვესტიციებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕დღეს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება